დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერია სოციალურ ქსელში სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს.
მერია წერს მუნიციპალიტეტის ერთ-ერთი სკოლის პედაგოგის შესახებ, რომელიც ტრაგიკულად დაიღუპა:
„დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერი ნიკოლოზ ჯანიაშვილი და მერია, მწუხარებას გამოთქვამენ სოფელ სამთაწყაროს საჯარო სკოლის პედაგოგის, მაია საკანელაშვილის ტრაგიკულად გარდაცვალების გამო და სამძიმარს უცხადებენ მის ოჯახს, ნათესავებს, თანამშრომლებს და მეგობრებს.
მაია საკანელაშვილი იყო ღირსეული მოქალაქე, პედაგოგი და ყველასთვის საყვარელი პიროვნება. მისი გარდაცვალება უდაოდ დიდი დანაკლისია არამხოლოდ სამთაწყაროს საჯარო სკოლის პედაგოგიური კოლექტივისთვის და ახლობლებისთვის, არამედ მთელი მუნიციპალიტეტისთვის“, – წერია მერიის მიერ გავრცელებულ სამძიმრის წერილში.
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერი ნიკოლოზ ჯანიაშვილი და მერია , მწუხარებას გამოთქვამენ სოფელ სამთაწყაროს საჯარო სკოლის…
Posted by დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერია on ორშაბათი, 18 მარტი, 2024
პედაგოგის, მაია საკანელაშვილის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს სამთაწყაროს საჯარო სკოლაც:
„სამთაწყაროს საჯარო სკოლა და თანამშრომლები ღრმა მწუხარებას გამოთქვამს თავისი თანამშრომლის, ყველაზე თბილი და კეთილი, ყველაზე მოსიყვარულე და გმირი დედის, ყველაზე სათნო და მისაბაძი ადამიანის გარდაცვალების გამო და უსამძიმრებს მის ოჯახს და ახლობლებს .
მაია საკანელაშვილი – ადამიანი, რომელმაც ყველას საშინლად ატკინა გული. უფალმა დაუმკვიდროს ცათა სასუფეველი“, – წერია სამთაწყაროს საჯარო სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
სამთაწყაროს საჯარო სკოლა და თანამშრომლები ღრმა მწუხარებას გამოთქვამს თავისი თანამშრომლის , ყველაზე თბილი და კეთილი,…
Posted by სამთაწყაროს საჯარო სკოლა on სამშაბათი, 19 მარტი, 2024