დღეს თავისუფლების მოედანზე “ქართული ოცნების” საარჩევნო კამპანიის შემაჯამებელი აქცია გაიმართება.
ადგილზე უკვე იკრიბებიან მოქალაქეები. მათ შორის კი არის ქალბატონი, რომელიც ამბობს, რომ გორიდან ჩამოვიდა, არის მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი და მის გათავისუფლებას ითხოვს:
“გორიდან ჩამოვედი, სააკაშვილი ციხიდან უნდა გათავისუფლდეს, ღმერთის გამოგზავნილი ანგელოზია და არ შეიძლება ამისი ციხეში ყოფნა.” – განაცხადა მან.
ჟურნალისტის კითხვაზე, თუ რატომ მივიდა “ქართული ოცნების” აქციაზე, მოქალაქე ასე პასუხობს:
“ვისი აქციაც უნდა იყოს, გადადონ ყველაფერი და ციხიდან უნდა გამოვიდეს სააკაშვილი. ღმერთის გამოგზავნილი ანგელოზია და არ შეიძლება მისი დაკავება…
რისი უნდა მეშინოდეს? 9 წელი სინათლე არ მაქვს, ტელევიზორზე ლაპარაკი ზედმეტია, ამდენი ხალხის შევიწროება… მაგათ [ქართულმა ოცნებამ] დაამთავრეს 8 წელი სააკაშვილის დაკავებით და ხალხის შევიწროებით, უნდა გადადგნენ, უნდა წავიდნენ, სააკაშვილი ციხიდან უნდა გამოვიდეს.” – განაცხადა ქალბატონმა.
შეგახსენებთ, მმართველი პარტია საარჩევნო კამპანიის შემაჯამებელ აქციას, თავისუფლების მოედანზე, დღეს, 17:00 საათზე გამართავს.
