2 დღის წინ ცნობილი გახდა, რომ ილია თოფურიამ ბრწყინვალე გამარჯვებიდან მიღებული თანხით ბერი ანდრიას ფონდის ერთ-ერთი შვილობილის ოპერაცია დააფინანსა. ამის შემდეგ ფონდს ეწვია და ბავშვები მოინახულა. ბერი ანდრიას დედა თინათინმა მას კეთილი ნების ელჩის წოდება გადასცა.
ილია თოფურია ბერი ანდრიას ფონდის ბენეფიციარებს ესტუმრა
იზა ომაძე ბერი ანდრიას დედა თინათინის საქმიანობას, ასევე Ufc-ის ჩემპიონის, ილია თოფურიას მხრიდან ფონდის დახმარების საკითხს სოციალურ ქსელში გამოეხმაურა.
„თინათინი ბერი ანდრიას დედა, ღმერთმა გვიმრავლოს თქვენნაირი ადამიანები და ასეთი სიხარულის დღეები გვიმრავლოს უფალმა.
რამდენჯერაც ვნახე ვიდეო, ბერი ანდრიას წიგნში ამოკითხული სიტყვები გამახსენდა: “დაე დაუსრულებლად იყოს ღვთისგან ნაბოძები ნიჭი და უნარი დედამიწაზე! “
დაე იმრავლონ ასეთმა ღირსეულმა ადამიანებმა. რამხელა მოტივაციაა თქვენი შვილობილებისთვის, ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი”, – წერს იზა ომაძე ფეისბუქში.