LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ღმერთმა ქნას ვცდებოდე. იმავე მარშრუტზე წყალსადენი მილის აღდგენა რთული ამოცანაა“ – რას წერს სეისმოლოგი თეა გოდოლაძე

230
თეა გოდოლაძე

სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი თეა გოდოლაძე სოფელ წიწამურის მიმდებარედ თბილისის წყალმომარაგების სისტემის ცენტრალური მაგისტრალური წყალსადენის დაზიანებას სოციალურ ქსელში ეხამურება.

როგორც სეისმოლოგი აღნიშნავს, წყალსადენი მილის აღდგენა რთული ამოცანაა:

„ღმერთმა ქნას ვცდებოდე. იმავე მარშრუტზე წყალსადენი მილის აღდგენა რთული ამოცანაა. 2017 წლიდან დაყრილი 230 000 კუბური მეტრი ნაყარის გატანა და შემდეგ აღდგენა რამდენიმე თვის სამუშაოა.

თუ შემოვლითი გზით გაატარეს, ასევე თვეების სამუშაოა, მუხლჩაუხრელადაც რომ იმუშაონ. ქმედითი გეგმა თუ არსებობს, გაგვაცნონ. სოფლებში მაინც წავიდეს ხალხი, ან დისტანციურ სამუშაო გრაფიკზე გადავიდეთ. ერთმანეთის სუნი დაგვახრჩობს.“ – წერს თეა გოდოლაძე.

„უმნიშვნელოვანესი წყალსადენი ავარიულად დაზიანდა, ურთულესი ტექნიკური დაზიანების აღმოსაფხვრელად აუცილებელია შემოვლითი ქსელის მოწყობა“ – GWP განცხადებას ავრცელებს

ღმერთმა ქნას ვცდებოდე. იმავე მარშრუტზე წყალსადენი მილის აღდგენა რთული ამოცანაა. 2017 წლიდან დაყრილი 230 000 კუბური მეტრი…

Posted by Tea Godoladze on Monday 17 June 2024
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g