მსახიობი ნანუკა გულუა მესამე შვილის დედა გახდა – ნანუკა გულუას და კახა კაშიას ქალიშვილი ეყოლათ და მას კირა დაარქვეს.
ნანუკა გულუა დედა გახდა: „ულამაზესი კირა კაშია დაიბადა…“
ცოტა ხნის წინ ნანუკა გულუამ ახალშობილი კირას ფოტოები სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა.
„ღმერთო, მადლობა!“ – წერს ნანუკა გულუა და მეუღლისა და პატარა კირას ერთობლივ ფოტოს აქვეყნებს.
ამასთან, მსახიობი „ინსტაგრამის“ სთორიში გვიზიარებს კადრებს, რომლებიც მის მშობიარობამდეა გადაღებული.


