ჟურნალისტი თამუნა მუსერიძე სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს ავრცელებს, საიდანაც ვიგებთ, რომ ერთ-ერთმა მოქალაქემ დნმ-ს ტესტის ფასთან დაკავშირებით უკმაყოფილება გამოხატა.
„ღმერთო ვკანკალებ !!!! ესეთი უღმერთობა და არა ადამიანობა დიდი ხანია, არ მინახავს. ამ ქალს ვინც იცნობთ, გადაეცით, რომ ცხოვრება ბუმერანგია და ფრთხილად იყოს !
სოფი აა ღმერთმა გადაგარჩინა საქართველოში რომ არ ხარ!!!!
ალბათ ყველამ იცით ჩვენი ადმინის ნინო მინდიაშვილი მინდუშას პრობლემა. მას თვალები გადანერგილი აქვს და მაინც დღე და ღამე ხელში ტელეფონი უჭირავს, თქვენ რომ გემესიჯოთ. აი ეს ნაგავი ქალი.
ასეთ მესიჯს წერს ნინოს!! მიუხედავად იმისა, რომ ვუხსნით, ფასდაკლების დროს ტესტი 200 ლარი ღირსთქო, მაინც იწყევლება. 49 ევრო ღირს საიტზე, ამას ემატება შიპინგის 10 ევრო ანუ უკვე 178 ლარზე ავედით, დავუმატოთ გადამზიდი კომპანიის წონის 10 ლარი , ანუ 188 ლარი და დეკლარაციის ხარჯები. ეს არაქალი კიდევ ამ ყველაფერს არ ითვალისწინებს და უკანასკნელი სიტყვებით წყევლის ჩვენ მინდუშას.
სამტრედიელი არავინ ხართ, ამ გოგოს ოჯახი რომ მომაძებნინოთ?“, – წერს თამუნა მუსერიძე.