LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ღორის გრიპი“ აღმოჩნდა, რამაც 13 წლის ანას სიცოცხლე იმსხვერპლა… ალბათ, ორი დღე იყო ცუდად..ისე დამძიმდა, რომ წნევას ვეღარ იჭერდნენ” – რას ჰყვება სოფელ ჯუგაანის სკოლის დირექტორი

701
ანა

ვირუ­სუ­ლი ინ­ფექ­ცი­ის გარ­თუ­ლე­ბით სიღ­ნაღ­ში 13 წლის გო­გო­ნა, ანა კი­კი­ლაშ­ვი­ლი გარ­და­იც­ვა­ლა.

ბავ­შვი სო­ფელ ჯუ­გა­ა­ნის სკო­ლის, მეშ­ვი­დე კლა­სის მოს­წავ­ლე იყო.

მომ­ხდარ ტრა­გე­დი­ა­ზე Ambebi.ge-ს სო­ფელ ჯუ­გა­ა­ნის სა­ჯა­რო სკო­ლის დი­რექ­ტო­რი მა­რი­ამ ბო­ლაშ­ვი­ლი ესა­უბ­რა:

„ანა კი­კი­ლაშ­ვი­ლი ჩვე­ნი სკო­ლის მეშ­ვი­დე კლა­სის მოს­წავ­ლეა. ძა­ლი­ან კარ­გი მოს­წავ­ლე, ძა­ლი­ან კარ­გი მე­გო­ბა­რი, კარ­გი ადა­მი­ა­ნი იყო. უნაკ­ლო ბავ­შვი იყო. ძა­ლი­ან მძი­მე ფაქ­ტი მოხ­და და გან­ვიც­დით ყვე­ლა­ნი. ანა დე­დი­სერ­თაა და სო­ფელ­ში მშობ­ლებ­თან ერ­თად, ბედ­ნი­ე­რად ცხოვ­რობ­და. სკო­ლა­ში და­დი­ო­და ჩვე­უ­ლებ­რივ, ახლა ეს კვი­რა არ­და­დე­გე­ბი გვქონ­და, მაგ­რამ სა­ნამ არ­და­დე­გე­ბი და­ი­წყე­ბო­და, მა­ნამ­დე ეს­წრე­ბო­და გაკ­ვე­თი­ლებს.

8 მარტს ბავ­შვე­ბი შე­იკ­რიბ­ნენ და იქ იყო ჩვე­ნი ლა­მა­ზი ანაც, ძა­ლი­ან აქ­ტი­უ­რობ­და, ძა­ლი­ან კარგ ხა­სი­ათ­ზე იყო, ერ­თო­ბო­და თა­ნა­ტო­ლებ­თან ერ­თად. ამას ვინ წარ­მო­იდ­გენ­და?! შეგვძრა ამ სა­ში­ნელ­მა ამ­ბავ­მა. ბავ­შვს გრი­პის ვირუ­სი ჰქონ­და. დღეს ჩვე­ნი სოფ­ლის ოჯა­ხის ექიმ­საც ვე­სა­უბ­რე. ის ამ­ბობს, რომ გო­გო­ნა დე­დამ მი­უყ­ვა­ნა კლი­ნი­კა­ში. ექიმ­მა გა­სინ­ჯა ბავ­შვი და რად­გან ის მუ­ცელს იტ­კი­ვებ­და, დე­დას უთხრა, რომ ბავ­შვი წა­ეყ­ვა­ნა “არ­ქი­მე­დეს” კლი­ნი­კა­ში.

ექი­მი ამ­ბობს, ფილ­ტვებ­ზე მოს­მე­ნით არა­ფე­რი პრობ­ლე­მა არ ჩან­და, მაგ­რამ რად­გან მუ­ცე­ლი სტკი­ო­და, ვუ­თხა­რი, რომ აუ­ცი­ლებ­ლად კლი­ნი­კა­ში წა­ეყ­ვა­ნაო. ბავ­შვს უარი უთ­ქვამს დე­დის­თვის და სახ­ლში წა­სუ­ლან. ძა­ლი­ან ყუ­რა­დღე­ბი­ა­ნია ჩვე­ნი სოფ­ლის ექი­მი და მას მა­ლე­ვე მო­უ­კი­თხავს ბავ­შვი. დე­დას უთ­ქვამს, არ მოგ­ვყვე­ბაო, ექიმს ისევ უთ­ქვამს, რომ სას­წრა­ფოდ წა­ეყ­ვა­ნა კლი­ნი­კა­ში, ამა­სო­ბა­ში უკვე ძა­ლი­ან დამ­ძიმ­და ბავ­შვის მდგო­მა­რე­ო­ბა. ოჯა­ხის ექიმ­თან რომ იყო, იქი­დან 3 სა­ათ­ში ბავ­შვი ისე დამ­ძიმ­და, რომ სას­წრა­ფოს გა­მო­ძა­ხე­ბა გახ­და სა­ჭი­რო და უკვე ძა­ლი­ან ცუ­დად იყო ბავ­შვი. არა­და სამი სა­ა­თით ადრე, შუა დღით მო­იყ­ვა­ნეს თა­ვი­სი ფე­ხით ოჯა­ხის ექიმ­თან და მუ­ცელს რომ იტ­კი­ვებ­და, ამი­ტომ ცენ­ტრა­ლურ კლი­ნი­კა­ში გა­და­ვა­მი­სა­მარ­თეო…“ – ჰყვება სკოლის დირექტორი.

ვრცლად სტატიას შეგიძლიათ გაეცნოთ აქ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g