H1N1 ვირუსით, ე.წ. ღორის გრიპით საქართველოში კიდევ ერთი ადამიანი გარდაიცვალა. „ინტერპრესნიუსის“ ინფორმაციით, შემთხვევა ზუგდიდის საავადმყოფოში მოხდა.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის სამეცნიერო საბჭოს ხელმძღვანელმა პაატა იმნაძემ განაცხადა, რომ გარდაცვლილია შუახნის ქალბატონი, რომელიც ზუგდიდში აფხაზეთიდან გადმოვიდა. პაციენტს ვირუსი სხვა ქრონიკული დაავადების ფონზე განუვითარდა.
ე.წ. ღორის გრიპით საქართველოში წელს უკვე სამი ადამიანი გარდაიცვალა.
