„ღორის გრიპით“ კიდევ ერთი ადამიანი გარდაიცვალა – დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის თქმით, 39 მამაკაცი აჭარაში გარდაიცვალა. ა
გამყრელიძის ინფორმაციით, ლაბორატორიულად დადასტურებულად H1N1-ით ამ დროისვის 6 ადამიანია გარდაცვლილი. აღნიშნული ვირუსით გუშინ 67 წლის მამაკაცი თბილისში დაიღუპა.
ამირან გამყრელიძე ამბობს, რომ ორივე მამაკაცს გრიპის გარდა თანმდევი დაავადებები ჰქონდათ, ამასთან, გარდაცვალების ერთ-ერთი მიზეზი დაგვიანებული მკურნალობა გახდა.
