რატომ შეიძლება ღრძილების ანთება გახდეს გულის ამა თუ იმ პათოლოგიის წინაპირობა? – თემაზე გადაცემაში „პირადი ექიმი მარი მალაზონია“, ექიმი და ტელეწამყვანი მარი მალაზონია საუბრობს.
ტელესახე ამბობს, რომ ღრძილების ანთება შესაძლოა გახდეს მათ შორის გულის მანკის წინაპირობა:
„ესა თუ ის ინფექცია შესაძლოა იყოს ძალიან საყურადღებო, დამატებითი რისკი და ის ფაქტორი, რომელმაც შესაძლოა აამოქმედოს ეს არასასიამოვნო მექანიზმი. რატომ შეიძლება ღრძილების ანთება გახდეს გულის ამა თუ იმ პათოლოგიის წინაპირობა და მათ შორის მანკის ჩამოყალიბების წინაპირობა – ერთ-ერთმა საერთაშორისო კვლევამ დაადასტურა, რომ ქრონიკულად მიმდინარე ანთება პირის ღრუში, განსაკუთრებით პაროდონტიტი, არის ძალიან მაღალი რისკი…“ – ამბობს მარი მალაზონია.
