LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ საქართველოს სახალხო არტისტის, ლეგენდარული ქართველი სოპრანოს მედეა ამირანაშვილის გარდაცვალების გამო“ – ირაკლი ღარიბაშვილი

246
Untitled design (2)

„ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ საქართველოს სახალხო არტისტის, ლეგენდარული ქართველი სოპრანოს მედეა ამირანაშვილის გარდაცვალების გამო“, – აღნიშნულ განცხადებას საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი Facebook-ზე აქვეყნებს.

ლეგენდარული ქართველი სოპრანო მე­დეა ამი­რა­ნაშ­ვი­ლი გარ­და­იც­ვა­ლა

მისი განცხადებით, მედეა ამირანაშვილი იყო ქართული და ევროპული საოპერო მუსიკის უბადლო შემსრულებელი და ქართული მუსიკალური ხელოვნების თავდადებული ქომაგი.

„სწორედ ამით დაიმსახურა მან ოპერის მოყვარულთა თუ ხელოვნების მოღვაწეთა დიდი სიყვარული და პატივისცემა. ვიზიარებ ოჯახისა და ახლობლების მწუხარებას და თანავუგრძნობ მის მსმენელს საყვარელი არტისტის გარდაცვალებას“, – აღნიშნავს ირაკლი ღარიბაშვილი.

 

ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ საქართველოს სახალხო არტისტის, ლეგენდარული ქართველი სოპრანოს მედეა ამირანაშვილის გარდაცვალების…Posted by საქართველოს მთავრობა on Sunday, December 3, 2023

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები