კოლეჯი „განთიადი“ სოციალურ ქსელში სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს.
სასწავლებელი წერს, რომ მათი სტუდენტი, თამარ ტაბატაძე გარდაიცვალა.
„კოლეჯი „განთიადი“ ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ჩვენი სტუდენტის თამარ ტაბატაძის გარდაცვალების გამო და სამძიმარს უცხადებს თამარის ოჯახს, ახლობლებს და მეგობრებს!“, – ვკითხულობთ სამძიმრის წერილში.
თამარ ტაბატაძის გარდაცვალების მიზეზი უცნობია.