„მედეგის აკადემია“ სოციალურ ქსელში სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს, სადაც აღნიშნულია, რომ მათი საზაფხულო სკოლის მონაწილე იოანე ხვიტია გარდაიცვალა.
როგორც მედეგის აკადემია წერს, იოანე გამორჩეული ტოლერანტობით, სიკეთით და გონიერებით ყველას აყვარებდა თავს.
აკადემია უსამძიმრებს ოჯახსა და მეგობრებს და იზიარებს მათ გულისტკივილს.
„ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ საზაფხულო სკოლის მონაწილის იოანე ხვიტიას გარდაცვალების გამო. იოანე გამორჩეული ტოლერანტობით, სიკეთით და გონიერებით ყველას აყვარებდა თავს ვინც ერთხელ მაინც შეხვედრია და გასაუბრებია მას. მასთან ურთიერთობის ყოველი დღე მხიარულებით და მრავალფეროვნებით იყო სავსე. ვუსამძიმრებთ და ვიზიარებთ იოანეს ოჯახის და მისი ახლობლების გულისტკივილს. იოანემ უსაზღვროდ დიდი სიყვარული დატოვა ჩვენში❤️❤️❤️“, – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.