ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში ბათუმში მომხდარი ტრაგედიის შედეგად გარდაცვლილთა ოჯახებს სამძიმარს უცხადებს.
„ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში ღრმად დამწუხრებულია ბათუმში ორი ახალგაზრდა სიცოცხლის ტრაგიკულად დაღუპვის გამო. ამ მძიმე დროს ვიზიარებთ მათი ოჯახების მწუხარებას”, – ვკითხულობთ სამძიმრის წერილში.
„კარის მეზობლები იყვნენ, ძმაკაცობდნენ, სულ ერთად იყვნენ, განუყრელად“ – რას ჰყვებიან ადგილობრივები ბათუმში მომხდარ ტრაგედიაზე
როგორც ადგილობრივები აღნიშნავენ, ბავშვებს რამდენიმე საათის განმავლობაში ეძებდნენ.
ცნობისთვის, ბათუმში უბედურ შემთხვევას 3 და 6 წლის ბავშვები ემსხვერპლნენ. არსებული ინფორმაციით, ბავშვები ერთ-ერთი გასახლებული მოქალაქის მიერ გაკეთებულ საკანალიზაციო თხრილში ჩავარდნენ, რომელიც წყლით იყო სავსე. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.
ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში ღრმად დამწუხრებულია ბათუმში ორი ახალგაზრდა სიცოცხლის ტრაგიკულად დაღუპვის გამო….
Posted by European Union in Georgia on კვირა, 16 თებერვალი, 2025