LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

,,ღრმად შეშფოთებულები ვართ, რომ ეს კანონპროექტი ზიანს მიაყენებს სამოქალაქო ორგანიზაციებს, ხელს შეუშლის დამოუკიდებელ მედიას და საქართველოს ევროპული გზიდან გადახვევას გამოიწვევს” – სახდეპი

133
2024-04-16_01-30-25_591719

ღრმად შეშფოთებულები ვართ, რომ ეს კანონპროექტი ზიანს მიაყენებს სამოქალაქო ორგანიზაციებს, ხელს შეუშლის დამოუკიდებელ მედიას და საქართველოს ევროპული გზიდან გადახვევას გამოიწვევს, – განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა, მეთიუ მილერმა.

მისივე თქმით, რადგან ეს ჯერ კიდევ კანონპროექტია, არ ისაუბრებს რაიმე შედეგებზე.

„სანქციები დაწესდა, რათა ბოროტი აქტორებისთვის პასუხისმგებლობის დაკისრებას ხელი შეუწყოს, რომლებმაც დაუსჯელობით ისარგებლეს, ასევე, ქართულ საზოგადოებასა და სასამართლო სისტემაში კანონის უზენაესობის შელახვისთვის გაწეული სამუშაოსთვის. რაც შეეხება საქართველოს ხელისუფლებასთან კომუნიკაციას, რა თქმა უნდა, ხელისუფლებას მოვუწოდებთ, რომ კორუმპირებული აქტორების პასუხისგებაში მიცემის მიზნით ნაბიჯები გადადგას“, – აღნიშნა მეთიუ მილერმა [ინტერპრესნიუსი].

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები