LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ღუდუშაური: „უცილებლად გვჭირდება აფხაზ დებთან და ძმებთან შერიგება! – ჩვენ ერთმანეთს უნდა შევურიგდეთ და ერთიანი, ძლიერი სახელმწიფო შევქმნათ, რომელსაც საქართველო ჰქვია“

126
ალუდა ღუდუშაური

„ჩვენი გაცხადებული პოლიტიკაა, რომ აუცილებლად გვჭირდება აფხაზ დებთან და ძმებთან შერიგება! – ჩვენ ერთმანეთს უნდა შევურიგდეთ და ერთიანი, ძლიერი სახელმწიფო უნდა შევქმნათ, რომელსაც საქართველო ჰქვია – უნდა შევძლოთ, რომ ერთმანეთს ხელი ჩამოვართვათ, ერთმანეთს გადავეხვიოთ და წარსულის შავი ფურცელი დავივიწყოთ“, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა ალუდა ღუდუშაურმა განაცხადა.

როგორც მან ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, „მისაღებია ნებისმიერი ძალისხმევა, რომელიც ამ დიად მიზანს ემსახურება“.

მამუკა მდინარაძე: „ერთადერთი გზა გვაქვს ჩვენს აფხაზ, ოს დებთან და ძმებთან დიალოგის, შერიგების, ურთიერთპატიების“

„ჩვენ უნდა მოვახერხოთ მშვიდობით და შერიგებით ტერიტორიების და ერთმანეთის დაბრუნება, რაც კიდევ უფრო მნიშვნელოვანია ამ გზაზე.“

„უნდა შევძლოთ და პირად წყენებზე მაღლა დავდგეთ იმისთვის, რომ ერთიანი, ძლიერი სახელმწიფოს იდეა და მიზანი არის უფრო აღმატებული, ვიდრე ნებისმიერი სხვა რამ. ჩვენ ამ ხალხთან, რა თქმა უნდა, შერიგება გვჭირდება!

ოკუპირებული ტერიტორიების ერთიან და ძლიერ სახელმწიფოში ინტეგრაცია და საქართველოს იურისდიქციაში დაბრუნება აფხაზ და ოს დებთან და ძმებთან ერთად გვინდა. ერთიანი და ძლიერი საქართველოს შექმნა ერთად უნდა შევძლოთ“, – განაცხადა ალუდა ღუდუშაურმა.

ცნობისთვის, აფხაზეთის უშიშროების ე.წ. საბჭოს მდივანმა, სერგეი შამბამ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ყოფილ თავმჯდომარესა და უმაღლესი საბჭოს წევრთან, ვახტანგ ყოლბაიასთან ონლაინ შეხვედრა გამართეს.

არსებული ინფორმაციით, ონლაინ შეხვედრა დაახლოებით 20 წუთს გაგრძელდა, რა დროსაც თანამოსაუბრეებმა შეიარაღებული კონფლიქტის საწყისები და მისი დაძლევის შესაძლებლობები მიმოიხილეს.

 

 

 

ფოტო: „ინტერპრესნიუსი“
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g