ღუდუშაურის კლინიკაში, 7 შვილის დედას, საკეისრო კვეთის შედეგად, ტყუპები შეეძინა.
ტყუპები 27 ნოემბერს, მეან გინეკოლოგ მანანა მახარაძის დახმარებით დაიბადნენ. დანიელი და ელია ერთი წონის არიან 1700-1700გრ, ხოლო სიმაღლეში ერთი სანტიმეტრით განსხვავდებიან – 47 და 48 სმ.
ამჟამად, 9 შვილის დედა პალატაშია და თავს კარგად გრძნობს. ახალშობილები ნეონატალურ ცენტრში იმყოფებიან.
ბავშვები მალე ჯანმრთელები გაეწერებიან სახლში, სადაც 7 დედმამიშვილი ელოდებათ.
კლინიკის ინფორმაციით, 5 საკეისროდან პაციენტს 7 შვილი ყავს, წინა 2 საკეისროს შედეგადაც ტყუპები დაიბადნენ.