ბექა ბუბუტეიშვილი სოციალურ ქსელში ავრცელებს ინფორმაციას იმის შესახებ, რა შეემთხვა ტურისტს, რომელიც ღუდუშაურის კლინიკაში ორივე მხარამოგდებული მიიყვანეს.
გთავაზობთ მის სტატუსს:
„ძვირფასო ღუდუშაურის კლინიკა, სამყაროში ზეაღმატებული ფასეულობის, ფულის გარდა არსებობს კიდევ სხვა ფასეულობებიც, კერძოდ ადამიანის ჯანმრთელობა და ზოგადად ადამიანობა, რომელიც გასაკვირია და იშვიათ შემთხვევაში შეიძლება პირველხსენებულზე ოდნავ უფრო ფასეულიც კი იყოს.
გმადლობთ, რომ საღამოს 10 საათზე მოყვანილი, ორივე მხარამოგდებული, 200 კილომეტრ გამოვლილი ტურისტი, ორივე მხარამოგდებულივე გაგვატანეთ სხვა ჰოსპიტალში ღამის 2 საათზე.
ღირსები ხართ პასუხი მოგთხოვონ და უნდა მოგთხოვონ კიდეც!
იმედია, მალე ასე ვეღარ გააგრძელებთ!
ნიუ ჰოსპიტალსი გმადლობთ ოპერატიული, პროფესიონალური და ადამიანური რეაგირებისთვის. იმედია დღესაც ასე გააგრძელებთ!
პ.ს. ნებისმიერ დაინტერესებულ სტრუქტურას სიამოვნებით მივაწვდი დეტალურ ინფორმაციას!“
Fortuna.ge დაუკავშირდა ბექა ბუბუტეიშვილს დეტალების დასაზუსტებლად. როგორც მან ჩვენთან საუბრისას აღნიშნა: „დაზარალებული შვედეთის მოქალაქეა, რომელიც გუდაურიდან რეანომობილით ჩამოიყვანეს ღუდუშაურის კლინიკაში. მას რენტგენი გადაუღეს, თუმცა მკურნალობაზე უარი თქვეს, რადგან სადაზღვევოსთან ვერ მოაგვარეს საკითხები. ის დაზღვეული იყო, მაგრამ ორი საათი გვალოდინეს და მერე ზუსტად ისე მოხდა, როგორც სტატუსში მიწერია…“
ბექა ბუბუტეიშვილი