ექიმი დავით გადელია სოციალურ ქსელში, საქართველოში არსებულ პრობლემაზე წერს, რომელიც ნარკომომხმარებლებს უკავშირდება.
მისი თქმით, არსებული სიტუაცია 90-იან წლებს აგონებს, რადგან ნარკოტიკების ზედოზირების პრობლემით, კლინიკებში სულ უფრო და უფრო მეტი ახალგაზრდები ხვდებიან.
“ძალიან მძიმე სიტუაციაა ქალაქში ნარკომანიის მხრივ- ლამის 90-იან წლებს მაგონებს! გუშინწინ 19 წლის ბიჭი მოიყვანეს მკვდარი, სავარაუდოდ ნარკოკომით (ექსპერტიზაზეა), გუშინ- 35წლის ბიჭი, ასევე თითქმის მკვდარი და ამ შემთხვევაში, ნამდვილად ნარკოკომით! გუშინ, თანამენემსეებმა “ღუდუშაურშიც” მიიყვანეს ნარკოკომით ახალგაზრდა და გაიქცნენ (90იანების სტილი). შემთხვევით გადარჩა…
როდემდე შეიძლება ასე გაგრძელდეს?! გულით თანაგიგრძნობთ კოლეგებო, განსაკუთრებით- 112 ექიმებო!! ვხვდები რა მძიმე დღეშიც ხართ!
ამ იდიოტებმა კიდე- ფესტივალიო…” – წერს დავით გადელია.