LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ღვინის დღეები” ბრუნდება

229
ღვინო

7-დან 15 ოქტომბრის ჩათვლით, მთელი საქართველოს მასშტაბით, ყოველწლიური ფესტივალი „ღვინის დღეები” გაიმართება.

7 ოქტომბერს ღონისძიებას ბათუმი, გორი, თბილისი, თელავი და ქუთაისი უმასპინძლებენ; 8 ოქტომბერს – მარნეული, მცხეთა, ყვარელი და ჩოხატაური; 9 ოქტომბერს – ახმეტა და თერჯოლა; 10 ოქტომბერს – ახალციხე და დედოფლისწყარო; 11 ოქტომბერს – ოზურგეთი და სიღნაღი; 12 ოქტომბერს – მარტვილი და საგარეჯო; 13 ოქტომბერს – ბოლნისი და ლაგოდეხი; 14 ოქტომბერს – ზესტაფონი და გურჯაანი; 15 ოქტომბერს – ბაღდათი და ზუგდიდი.

ფესტივალის ფარგლებში მოეწყობა ღვინის დეგუსტაცია და გამოფენა-გაყიდვა, გასართობი და შემეცნებითი სივრცეები, შესაძლებელი იქნება ქართული ტრადიციული კერძების დაგემოვნებაც. ღონისძიებას სხვადასხვა ქალაქში მუსიკალურად ცნობილი ქართველი შემსრულებლები და ანსამბლები გააფორმებენ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები