„ახალი ღვინის ფესტივალი 2019“-თან დაკავშირებით, დღეს, ოქროყანის გადასახვევიდან მთაწმინდის პარკამდე მისასვლელი საავტომობილო გზა დაიკეტება.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, 12:00 საათიდან 18:00 საათამდე თბილისი – ოქროყანა – მთაწმინდის პარკის გზაზე, კერძოდ ოქროყანის გადასახვევიდან მთაწმინდის პარკამდე მისასვლელი საავტომობილო გზა დაიკეტება.
მთაწმინდის პარკის და ოქროყანის გზაჯვარედინიდან ფესტივალზე დამსწრე მოქალაქეებს სპეციალურად გამოყოფილი მიკროავტობუსები მოემსახურებიან.
საავტომობილო მოძრაობა ჩვეულ რეჟიმს ღონისძიების დასრულებისთანავე დაუბრუნდება.