LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ღვინის გარდა, საერთაშორისო ბაზარზე ქართული ჭაჭა და ბრენდიც აქტიურად იყიდება

71
nonfeatured-cognac-versus-armagnac-660x330

2021 წელს, საქართველოდან მსოფლიოს 62 ქვეყანაში ექსპორტირებულია 107 მილიონი ბოთლი ღვინო, რაც დამოუკიდებელი საქართველოს პერიოდში ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. მათივე ცნობით, გასულ წელს განხორციელებული ღვინის ექსპორტი 359 %-ით აღემატება 2012 წლის ექსპორტის მაჩვენებელს. ამასთან, 2021 წელს, როგორც ექსპორტირებული ღვინის რაოდენობა, ისე ექსპორტით მიღებული შემოსავალი, 2020 წელთან შედარებით, 16%- ით არის გაზრდილი.

საქართველოდან სხვადასხვა მოცულობის ღვინის ექსპორტი 441-მა კომპანიამ განახორციელა, მაშინ როცა, 2012 წელს, მხოლოდ 120 კომპანიას ჰქონდა შესაძლებლობა ღვინის ექსპორტი განეხორციელებინა.

გარდა ღვინისა, 2021 წელს, საქართველოდან მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში ექსპორტირებულია 42,2 მლნ ბოთლი (0,5 ლ) ბრენდი, რაც 30%-ით აღემატება 2020 წლის ანალოგიურ მაჩვენებელს და 554%-ით მეტია 2012 წელთან შედარებით (ექსპორტირებული იყო მხოლოდ 6 მლნ ბოთლი). ბრენდის ექსპორტით მიღებულმა შემოსავალმა 78,3 მლნ აშშ დოლარს მიაღწია (ზრდა 19%). 2012 წელს, ბრენდის ექსპორტით მიღებული შემოსავალი 20 მლნ აშშ დოლარი იყო.

2021 წელს ექსპორტირებულია 1 მილიონი ბოთლი (0,5 ლ) ჭაჭა; ექსპორტის ზრდამ, 2020 წელთან შედარებით, 145% შეადგინა, ხოლო 2012 წელთან შედარებით ზრდა 622%-ია (2012 წელს, 145 ათასი ბოთლი ჭაჭის ექსპორტი განხორციელდა); 2021 წელს ჭაჭის ექსპორტით მიღებული შემოსავალი 2,6 მლნ აშშ დოლარს აღწევს; ზრდამ, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 126% შეადგინა. 2012 წელს, ჭაჭის ექსპორტით მიღებული შემოსავალი კი, 584 ათასი აშშ დოლარი იყო.

ღვინის, ბრენდის, ჭაჭის, საბრენდე სპირტისა და ჩამოსასხმელი ბრენდის ექსპორტის შედეგად მიღებულია 400 მლნ აშშ დოლარამდე შემოსავალი, რაც 18%-ით მეტია 2020 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე და 142%-ით მეტი 2012 წელთან შედარებით, რაც 163 მლნ აშშ დოლარს უტოლდებოდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g