8 ოქრო, 113 ვერცხლი და 177 ბრინჯაო – ასეთი რეკორდული შედეგით დასრულდა ღვინისა და სპირტიანი სასმელების რიგით მესამე საერთაშორისო კონკურსი საქართველოში, რომელშიც 150 კომპანიის 420 ღვინო და სპირტიანი სასმელი იყო წარმოდგენილი.
აღსანიშნავია, რომ წელს მწარმოებლებს ღვინის პროდუქციის გარდა, ჭაჭის, ბრენდისა და სხვა მაღალალკოჰოლური სასმელების კონკურსზე წარდგენის შესაძლებლობაც მიეცათ.
ქართულ საკონკურსო ნიმუშებს რეკორდული რაოდენობის – 24 ოქროს მედალი გადაეცათ, მათ შორის, 22 ღვინოს და 2 ბრენდის, ხოლო ვერცხლის მედალი 109 ღვინოსა და 4 სპირტიან სასმელს ერგო.
საერთაშორისო კონკურსის მსაჯების გუნდს ქართული ღვინის ცნობილი ექსპერტი და პოპულარიზატორი დიდ ბრიტანეთსა და ევროპაში, ღვინის მაგისტრი სარა ებოტი ხელმძღვანელობდა.
ჟიურის შემადგენლობაში იყვნენ: ღვინის კონსულტანტი სანი ჰოჯი, ღვინის ბაიერები, სალვატორე კასტანო, ჰერი ქრაუთერი, ვილ ჰილი და რეიჩელ პოგმორი, ღვინის მწერალი დეივიდ კერმოდი, უფროსი სომელიეები ერიკ ცვიბელი და გეორგიოს იორდანიდისი.
ღვინისა და სპირტიანი სასმელების რიგით მესამე საერთაშორისო კონკურსი 27-30 ნოემბერს ჩატარდა, თუმცა ქვეყანაში არსებული ვითარებიდან გამომდინარე დაჯილდოების ცერემონია გაუქმდა.