LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ღვინო იმუნიტეტს ამაღლებს და გრიპის სიმპტომების დაძლევას უწყობს ხელს

724
flu-symptoms-896970

ვაშინგტონის უნივერსიტეტის სამედიცინო  სკოლის მიერ ჩატარებულმა უახლესმა კვლევამ აჩვენა, რომ ნაერთი, რომელსაც მოცვი, შავი ჩაი და ღვინის სახეობათა უმეტესობა შეიცავს, ეხმარება ადამიანის ორგანიზმს, შეინარჩუნოს ჯანსაღი ნაწლავური მიკროფლორა და მოახდინოს გრიპით დაავადების პრევენცია.

„როდიდან ებრძვის ნაწლავური მიკროფლორა გრიპს?“ – იკითხავთ თქვენ, ჩვენ კი გიპასუხებთ, რომ ეს ყოველთვის ასე იყო, უბრალოდ აქამდე არ გვსმენოდა ამის შესახებ .

ამერიკელმა მეცნიერებმა კვლევის ფარგლებში შეისწავლეს ნაწლავის ბაქტერიის ნიმუში, რომელიც აწარმოებს მეტაბოლიტ დესამინოტიროზინს (DAT). თაგვები, რომლებსაც DAT-ის მაღალი შემცველობა ჰქონდათ ორგანიზმში, გრიპის მიმართ ბევრად უკეთესი იმუნიტეტით გამოირჩეოდნენ. საერთო ჯამში მათი ფილტვები ნაკლებად დაზიანდა იმ თაგვებთან შედარებით, რომელთა ორგანიზმშიც DAT დაბალი კონცენტრაციით იყო წარმოდგენილი.

მიუხედავად იმისა, რომ ბაქტერიას არ შეუძლია ორგანიზმის გრიპის ვირუსისაგან დაცვა, მისი საშუალებით ორგანიზმი ბევრად იოლ ფორმებში იტანს გრიპს. რაც მთავარია, ნაკლებად ან საერთოდ არ ზიანდება ფილტვები, ანუ არ ხდება ის, რაც უმეტესწილად იწვევს გრიპის შემდგომ გართულებებს, მაგ: პნევმონიის განვითარებას ან ზოგიერთ შემთხვევაში სიკვდილს.

შემთხვევითი არ არის, რომ პრობიოტიკების მოხმარება სულ უფრო იზრდება მსოფლიოში. ადამიანები, რომლებმაც პრობიოტიკების მოხმარება დაიწყეს, თვალნათლივ ხედავენ, როგორ უმჯობესდება მათი ჯანმრთელობა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g