LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ღვთის გულისათვის, მოწყალენი ვიყოთ ერთმანეთის მიმართ, რათა ჩვენც შეგვიწყალოს უფალმა და მოგვიტეოს შეცოდებანი ჩვენნი“ – ილია მეორე

124
408947352

„სა­ქარ­თვე­ლოს მარ­თლმა­დი­დე­ბე­ლი ეკ­ლე­სი­ის სუ­ლი­ერ შვი­ლებს, – მკვიდრთა სა­ქარ­თვე­ლო­ი­სა­თა და სა­ზღვარ­გა­რეთ მცხოვ­რებთ“, – სრუ­ლი­ად სა­ქარ­თვე­ლოს კა­თო­ლი­კოს პატ­რი­არ­ქი ილია მე­ო­რე შენ­დო­ბის დღეს­თან და­კავ­ში­რე­ბით მი­მარ­თვას ავ­რცე­ლებს და მრევლს ერ­თმა­ნე­თის მი­ტე­ვე­ბის­კენ მო­უ­წო­დებს.

„მო­წყა­ლე­ბი­თა ღმრთი­სა­ი­თა კვლავ დად­გა დიდ­მარ­ხვის წი­ნა­დღე, დღე შენ­დო­ბი­სა და ურ­თი­ერთ ცოდ­ვა­თა მი­ტე­ვე­ბი­სა.

ხში­რად გვი­ჭირს ამ ნა­ბი­ჯის გა­დად­გმა, – სხვის­თვის პა­ტი­ე­ბის თხოვ­ნა, ან წყე­ნის და­ვი­წყე­ბა, მაგ­რამ ყო­ველ­თვის უნდა გვახ­სოვ­დეს მა­გა­ლი­თი უფ­ლი­სა ჩვე­ნი­სა იესო ქრის­ტე­სი, რო­მე­ლიც ამ­ქვეყ­ნად მო­ვი­და ჩვე­ნი ცხო­ნე­ბი­სათ­ვის, აღას­რუ­ლა მრა­ვა­ლი სას­წა­უ­ლი (რომ­ლე­ბიც სრუ­ლად რომ აღე­წე­რათ, ქვე­ყა­ნაც ვერ და­ი­ტევ­დაო და­წე­რილ წიგ­ნებს,- ბრძა­ნებს მო­ცი­ქუ­ლი), გან­კურ­ნა ბრმა­ნი, მკე­ლო­ბელ­ნი, დავ­რდო­მილ­ნი, კეთ­რო­ვან­ნი, აღად­გი­ნა მკვდარ­ნი… იმე­დი, ნუ­გე­ში, სი­ხა­რუ­ლი მოჰ­ფი­ნა მრა­ვალთ, მაგ­რამ სწო­რედ იგი მი­იჩ­ნი­ეს ბო­რო­ტის მსა­ხუ­რად და უმაღ­ლე­სი და, ამა­ვე დროს, და­მამ­ცი­რე­ბე­ლი სას­ჯე­ლი, – ჯვარ­ზე გაკ­ვრა და სიკ­ვდი­ლი მი­უ­სა­ჯეს.

და ამ დრო­საც კი მა­ცხო­ვა­რი მამა ღმერ­თს ავედ­რებ­და იმ ხალ­ხს, რო­მელ­მაც გა­წი­რა და არ და­იც­ვა იგი და სთხოვ­და, ეპა­ტი­ე­ბი­ნა მათ­თვის ეს ბო­რო­ტე­ბა და არ მო­ეხ­სე­ნე­ბი­ნა უს­ჯუ­ლო­ე­ბათ­ნი მათ­ნი.

ჩვენ, რა თქმა უნდა, მსგავ­სი სუ­ლი­ე­რე­ბა არა გვაქვს, მაგ­რამ, ძა­ლი­სა­მებრ, ჩვე­ნი­სა ასე­თი ნა­ბი­ჯე­ბის გა­დად­გმა ჩვენც გვმარ­თებს თუ გვსურს, ქრის­ტი­ა­ნე­ბად ვი­წო­დე­ბო­დეთ, თუ გვსურს, მოჩ­ვე­ნე­ბი­თად კი არ გვერ­ქვას მორ­წმუ­ნე­ნი, არა­მედ რე­ა­ლუ­რად.

ღვთის გუ­ლი­სათ­ვის, მო­წყა­ლე­ნი ვი­ყოთ ერ­თმა­ნე­თის მი­მართ, რათა ჩვენც შეგ­ვი­წყა­ლოს უფალ­მა და მოგ­ვი­ტე­ოს შე­ცო­დე­ბა­ნი ჩვენ­ნი.

მეც, მდა­ბა­ლი ილია II, კა­თო­ლი­კოს-პატ­რი­არ­ქი სრუ­ლი­ად სა­ქარ­თვე­ლო­ი­სა, მუხ­ლმოდ­რე­კით გთხოვთ შენ­დო­ბას ყვე­ლას, ვი­საც გა­წყე­ნი­ნეთ ნებ­სით თუ უნებ­ლი­ედ, ვისი თხოვ­ნაც ვერ გა­ვით­ვა­ლის­წი­ნე, ვისი ტკი­ვი­ლიც ვერ გა­ვი­თა­ვი­სე… შე­მინ­დეთ და მა­პა­ტი­ეთ ყო­ვე­ლი. შევ­თხოვ უფალს, მე­ო­ხე­ბი­თა ყო­ველ­თა წმი­და­თა მის­თა­თა, შე­მინ­დოს შე­ცო­დე­ბა­ნი ჩემ­ნი და მომ­მად­ლოს ძალა ღვთი­სა და თქვე­ნი ერ­თგუ­ლე­ბი­სა.

ასე­ვე ვთხოვ ყოვ­ლად­მო­წყა­ლე იესო ქრის­ტეს, მე­ო­ხე­ბი­თა ყოვ­ლად­წ­მინ­დი­სა დე­დი­სა ჩვე­ნი­სა ღვთის­მშო­ბე­ლი­სა­თა, შე­გინ­დოთ შე­ცო­დე­ბა­ნი თქვენ­ნი ნებ­სით­ნი და უნებ­ლი­ეთ­ნი; აღ­მო­ფხვრას ჩვენ­გან გან­კი­თხვის სული, შური, მტრო­ბა და ღვარ­ძლი, ყო­ვე­ლი ბო­რო­ტი საქ­მე… და მოგ­ვმად­ლოს გული გო­ნი­ე­რი, გული წმინ­და და სული წრფე­ლი, რათა უფალ­მან ღირს გვყოს, და­ემ­კვიდ­როს ჩვენ­თა­ნა და ჭეშ­მა­რი­ტე­ბის გზით წარ­მარ­თოს ცხოვ­რე­ბა ჩვე­ნი.

ყოვ­ლად­წ­მინ­და სა­მე­ბამ მოგ­ვა­ნი­ჭოს მშვი­დო­ბა, მარ­ხვა სი­ნა­ნუ­ლი­სა და აღ­დგო­მა სი­ხა­რუ­ლი­სა, ამინ!“ – აღ­ნიშ­ნუ­ლია პატ­რი­არ­ქის მი­მარ­თვა­ში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g