LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ღვთისა და ერის წინაშე” – ახლადარჩეულმა მოსამართლეებმა ფიცი დადეს

130
მოსამართლეები

უზენაესი სასამართლოს ახლადარჩეულმა უვადო მოსამართლეებმა პარლამენტში ფიცი დადეს. 20 კანდიდატიდან “ქართულმა ოცნებამ” 14 უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლედ აირჩია, ფიცის დადება კი მხოლოდ 5 მათგანს მოუწია.

ფიცის დადების ცერემონიალში მონაწილეობა მიიღეს მოსამართლეებმა: ლალი ფაფიაშვილმა, შალვა თადუმაძემ, ქეთევან ცინცაძემ, მამუკა ვასაძემ და ალექსანდრე წულაძემ.

უზენაესი სასამართლოს ახლადარჩეული უვადო მოსამართლის გიორგი მიქაუტაძის თქმით, ის ყველაფერს იღონებს, რომ მის მიმართ გამოჩენილი მაღალი ნდობა გაამართლოს და  ქვეყანას კეთილსინდისიერად ემსახუროს.

მიქაუტაძე სასამართლო სისტემაში კლანის არსებობას უარყოფს და აცხადებს, რომ ზოგჯერ გამოთქმული კრიტიკული მოსაზრებები არგუმენტებს და ფაქტებს მოკლებულია:

“არ არსებობს არავითარი კლანი სასამართლო სისტემაში, სასამართლო სისტემაზე ზრუნავს გუნდი, რომელიც ზრუნავს სასამართლოს დამოუკიდებლობაზე და განვითარებაზე. გამოხატვის თავისუფლება დაცულია, ყველას აქვს უფლება გამოთქვას მოსაზრება, თუმცა ეს მოსაზრებები მოკლებულია ფაქტებს და არგუმენტებს და კომენტარს ვერ გავაკეთებ,” – აღნიშნა მიქაუტაძემ.

შალვა თადუმაძის უვადოდ მოსამართლეობას ბიურომ მხარი დაუჭირა: ვინ არიან და ვინ არა მხარდაჭერილთა სიაში

კენჭისყრას არ ესწრებოდნენ “ნაციონალური მოძრაობისა” და “ევროპული საქართველოს” დეპუტატები. ისინი მოსამართლეთა შერჩევის პროცესს ბოიკოტს უცხადებდნენ.  „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, თინა ბოკუჩავას განცხადებით, მოქმედი ხელისუფლების „დასრულების შემდეგ ქვეყანა მიღებს დამოუკიდებელ სასამართლოს“.

უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლეებად იმ პირების არჩევის გამო, რომლებსაც  მოსამართლეთა კლანის წევრებად ასახელებდნენ, ეკა ბესელიამ პარლამენტის იურიდიული კომიტეტი დატოვა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g