LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ღვთისმშობლის ხატთან კესარია იდგა, ტკივილით და სინანულით სავსე… მანამდე და არც მერე მსგავსი სინანული არავისგან მიგრძვნია… დანარჩენი ღმერთმა იცის“ – რა ისტორიას იხსენებს პეტრე კოლხი

3498
პეტრე კოლხი კესარია აბრამიძეზე

პეტრე კოლხი სოციალურ ქსელში სვეტიცხოველში მომხდარ ამბავს იხსენებს.

როგორც ის წერს, ღვთისმშობლის ხატთან კესარია აბრამიძე აღმოაჩინა.

„წლების წინ, მაშინ სვეტიცხოველში ვიყავი. ზამთრის პირი და მოღუშული დღე იდგა. ვფიქრობ, საშობაო მარხვა დაწყებული იყო. მომლოცველებიც იშვიათად გამოჩნდებოდნენ. ტაძარში, ჯვარცმასთან ახლოს მდგარ სკამზე ვიჯექი და მცირე პანაშვიდისთვის ვემზადებოდი. უმწეო ადამიანის ქვითინი ჩამესმა, რომელიც ხმაურიან ტირილში გადაიზარდა. წამოვდექი, იქნებ შველა უნდა მეთქი, გავიფიქრე. ღვთისმშობლის ხატთან კესარია იდგა, ტკივილით და სინანულით სავსე… მანამდე და არც მერეც მსგავსი სინანული არავისგან მიგრძვნია…
დანარჩენი ღმერთმა იცის“, – წერს პეტრე კოლხი სოციალურ ქსელში.

ვიდეო: კესარია აბრამიძის მკვლელობაში ბრალდებული თავს დამნაშავედ არ მიიჩნევს და კვლავ დუმილის უფლებას იყენებს – კადრები სასამართლო პროცესიდან

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g