LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გია აბაშიძე: უსახურ რადიკალებს ახასიათებთ დეზინფორმატორობა, ეუთო/ოდირმა ოპოზიციის 5 მთავარი ტყუილი ამხილა – საქართველოში ჩატარდა თავისუფალი და კონკურენტული არჩევნები, მისი ე.წ. არალეგიტიმაცია კი ანტიქართული ძალების ინტერესებშია

145
გია აბაშიძე

„ლუზერი რევანშისტები ცდილობენ, რომ როგორმე წარმოაჩინონ ერთ-ერთი უმთავრესი საერთაშორისო დამკვირვებლის დასკვნა „შავ ფერებში“, მაგრამ ამაოა მათი აქტივობა“- წერს ანალიტიკოსი გია აბაშიძე ეუთო/ოდირის საბოლოო დასკვნაზე ოპოზიციის შეფასებებზე.

აბაშიძის თქმით, პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ეუთო/ოდირმა ოპოზიციის 5 მთავარი ტყუილი ამხილა.

“უსახურ რადიკალებს ახასიათებთ დეზინფორმატორობა-მანიპულატორობა და წაკითხულის, მაგალითად, ეუთო/ოდირის საბოლოო ანგარიშის გააზრებაც, პოლიტიკური ჟამიანობის ბოლო სტადიაში არიან. ლუზერი რევანშისტები ცდილობენ, რომ როგორმე წარმოაჩინონ ერთ-ერთი უმთავრესი საერთაშორისო დამკვირვებლის დასკვნა “შავ ფერებში”, მაგრამ ამაოა მათი აქტივობა. ეუთო/ოდირის ანგარიშს, ევროსაბჭოს გენმდივნის მოხსენებას ორიგინალში წაიკითხავენ დასავლელი ლიდერები და შეხვდებიან დოკუმენტების ავტორებს. Deep state-ის მსახურნი დამახინჯებულად [დროებით] წარმოაჩენენ, ხოლო საღად მოაზროვნე წონადი აქტორები რეალობას კვლავ დაინახავენ – საქართველოში ჩატარდა თავისუფალი და კონკურენტული არჩევნები, მისი ე.წ. არალეგიტიმაცია კი ანტიქართული ძალების ინტერესებშია.

პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ეუთო/ოდირმა ოპოზიციის 5 მთავარი ტყუილი ამხილა, კერძოდ:

– სრულად დაიმსხვრა რადიკალური პარტიების, “ნაცენჯეოებისა” და ანტიკონსტიტუციური სალომე ზურაბიშვილის ცრუ ნარატივი საზღვარგარეთ ე.წ. “გაუხსნელ უბნებზე”.  მართლაც გამანადგურებელია მათთვის, რომ ეუთო/ოდირს ეს საკითხი არათუ პრობლემურად, საერთოდ ნახსენებიც კი არ აქვს.

– არც პირდაპირ და არც ირიბად ანგარიშში არ წერია ე.წ. “300 000 გაყალბებულ ხმაზე” და რაღაც “კარუსელებზე”.

– სიების დუბლირება გამოირიცხა ამერიკული კომპანიის მიერ ჩატარებული დამოუკიდებელი აუდიტის დასკვნითაც და ეუთო/ოდირის ანგარიშითაც, შესაბამისად 1 პირადობით მრავალჯერ ხმის მიცემა ბოდვაა.

–  ანგარიშმა არათუ დაადგინა, ეჭვის დონეზეც კი არ აქვს გამოთქმული რაიმე ვარაუდი არჩევნებში რუსეთის ჩარევასთან დაკავშირებით. შესაბამისად, პარაზიტი სალომე ზურაბიშვილის ეს ბრიყვული ბრალდება მოლდოვის არჩევნების კონტექსტშია უფრო აქტუალური, ვიდრე საქართველოში. –  ანგარიშის თანახმად, დაკვირვებების 94% მარკირების მეორე მხარეს გამოჩენის შემთხვევა საერთოდ არ დაფიქსირებულა. დაკვირვების მხოლოდ 6%-ში მათ მართალია დააფიქსირეს მარკირების მეორე მხარეს გამოჩენის შემთხვევა, თუმცა, ამას მხოლოდ პოტენციურად შეეძლო ფარულობის დარღვევა. გამოდის, რომ ე.წ. “გაჟონვა” არა ბიულეტენებშია, არამედ პოლიტიკური ინსულტი ნაცრადიკალებშია.”- წერს გია აბაშიძე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g