LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გია ბაღაშვილი: „დღეს დედას დაბადების დღეა…79 წლის გახდებოდა..დედა, შენ გენაცვალე, ნეტა ერთი წამით შემახედა როგორ ხარ და ერთი მომაფერა..დედა მიყვარხარ და მენატრები! უშენოდ საშინელი სიცივე და სიცარიელეა“

1268
გია ბაღაშვილი

გია ბაღაშვილი გარდაცვლილ დედას იუბილეს ემოციური სიტყვებით ულოცავს.

ამის შესახებ გია სოციალურ ქსელში წერს და აღნიშნავს, რომ დედა დღეს 79 წლის გახდებოდა.

„დღეს დედას დაბადების დღეა… 79 წლის გახდებოდა…

ეს ფოტო ზუსტად ერთი წლის წინათ, 2023 წლის 24 აგვისტოსაა გადაღებული. მაშინ დედა ჩვენთან იყო და ჩვენც ბედნიერები ვიყავით. ახლაც ჩვენთან არის და მუდამ ჩვენთან იქნება… ჩვენს გულებში… ფიქრებში… ლოცვებში…

დედა მიყვარხარ და მენატრებიიი!… უშენოდ საშინელი სიცივე და სიცარიელეა… ისევ შენ მაძლევ ძალას, რომ ყველაფერი ისე ვაკეთო, როგორც სწორია და შენ როგორც მოგეწონებოდა… და შენ ყოველთვის ის მოგწონდა, რაც სწორი იყო და თან ყოველთვის ზუსტად იცოდი, რა იყო სწორი და რა არა…

დედა, შენ გენაცვალე, ნეტა ერთი წამით შემახედა როგორ ხარ და ერთი მომაფერა…

გახსოვს, გოდერძი ჩოხელის ლექსს რომ მიკითხავდი დედაზე?.. სულ ეს სიტყვები ჩამესმის, შენს მიერ წაკითხული… თან გულს მითბობს და თან მიორმაგებს შენს მონატრებას.

სულ შენ გელაპარაკები. ვიცი რომ გესმის… სხვანაირად შეუძლებელია… შენს გარეშე ეს სამყარო ვერ იარსებებს, იმიტომ რომ შენ ხარ მთელი სამყარო,“ – წერს გია ბაღაშვილი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g