LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გია ბაღაშვილი: „გააცამტვერა ყველა მოწინააღმდეგე! საქართველოს ძიუდოს ისტორიაში პირველი ქალი მსოფლიო ჩემპიონი გვყავს! თანაც როგორ დამაჯერებლად, რა ლამაზი ჭიდაობით მოიგო!“

346
გია ბაღაშვილი და ეთერ ლიპარტელიანი

გია ბაღაშვილი საამაყო ქართველ სპორტსმენს ეთერ ლიპარტელიანს ულოცავს დიდ წარმატებას – ის ახლახან ძიუდოში მსოფლიო ჩემპიონი გახდა:

„ვულოცავ ჩვენს საამაყო სპორტსმენს, ეთერ ლიპარტელიანს მსოფლიო ჩემპიონობას!

საქართველოს ძიუდოს ისტორიაში პირველი ქალი მსოფლიო ჩემპიონი გვყავს! თანაც როგორ დამაჯერებლად, რა ლამაზი ჭიდაობით მოიგო! გააცამტვერა ყველა მოწინააღმდეგე! გილოცავ, ეთო! ღმერთმა გაგახაროს! ვულოცავ შენს მეუღლეს, ძიუდოს ქართული ოჯახის ყველა წევრს, მწვრთნელებს, ფედერაციის ხელმძღვანელებს და გილოცავთ ყველას, ვისაც ქართველი სპორტსმენების გამარჯვება, ქართული ჰიმნის აჟღერება და ქართული დროშის ყველაზე მაღლა აფრიალება გიხარებთ გულს!

ეს ერთი და სხვა მრავალი!!!“

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების წევრი ეთერ ლიპარტელიანი უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატის გამარჯვებულია. ქალთა შორის 57 კგ წონითი კატეგორიის ფინალში 25 წლის ძიუდოისტმა იაპონელი მომო ტამაოკი იპონით დაამარცხა და პირველი ქართველი ქალი ძიუდოისტია, ვინც მსოფლიო ჩემპიონის ტიტულს დაეუფლა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g