LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გია ბაღაშვილი: „გილოცავთ ყველას და პირველ რიგში, ჩვენს საამაყო ძიუდოისტსა და ღირსეულ ქართველ ვაჟკაცს, ილია სულამანიძეს ყველაზე პრესტიჟული – ტოკიოს გრანდ სლემის მოგებას!

120
გია ბაღაშვილი

ილია სულამანიძეს გამარჯვებას გია ბაღაშვილი ულოცავს.

ამის შესახებ ბაღაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

„გილოცავთ ყველას და პირველ რიგში, ჩვენს საამაყო ძიუდოისტსა და ღირსეულ ქართველ ვაჟკაცს, ილია სულამანიძეს ყველაზე პრესტიჟული – ტოკიოს გრანდ სლემის მოგებას! ლეგენდარული ძიგარო კანოს სახელობის ტურნირზე ქართული დროშა აღიმართა და ქართული ჰიმნი აჟღერდა! შენ გაიხარე ილია, ჩემო უნიჭიერესო და უმაგრესო მეგობარო! ეს ერთი და სხვა მრავალი!“ – წერს გია ბაღაშვილი.

ცნობისთვის, ტოკიოში მიმდინარე ძიუდოს გრანდ სლემზე ილია სულამანიძემ ოქროს მედალი მოიპოვა.

ქართველმა სპორტსმენმა ფინალში იაპონელი დაამარცხა და ტურნირზე საქართველოს პირველი ოქროს მედალი მოუტანა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g