LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გია ბურჯანაძე: „სულ მეშინია, სპექტაკლის დროს არ დამემართოს რამე, ვერაგი დაავადებაა… ქიმია მანგრევს, მაგრამ არ ვნებდები, რადგან მოგავლინა უფალმა ამ ქვეყანაზე,­ ფარ-ხმალი არ უნდა დაყარო და ბოლომდე იბრძოლო“

284
გია ბურჯანაძე

თეატრისა და კინოს მსახიობს, გია ბურჯანაძეს ახლახან საპატიო თბილისელის წოდება მიენიჭა.

„ძალიან საინტერესოა ცხოვრება და უაზრო რაღაცეებში ვკარგავთ დიდ დროს“ – გია ბურჯანაძე სცენას დაუბრუნდა

აღნიშნულ სტატუსზე, განვლილ ცხოვრებაზე, კარიერასა და მისი ცხოვრების გამოწვევებზე მარჯანიშვილის თეატრის მსახიობმა ცოტა ხნის წინ „კვირის პალიტრასთან“ ინტერვიუში ისაუბრა.

შეკითხვაზე – როგორია დღეს მისი ცხოვრება, მსახიობმა აღნიშნა:

„სულ მეშინია, რომ სპექტაკლის დროს არ დამემართოს რამე. ვერაგი დაავადებაა. იმდენი ხალხი დადგა ჩემ გვერდით… თუ ცოცხალი ვარ, ეს ჩემთვის სრულიად უცხო ადამიანების დამსახურებაა. ერთხელ კონვერტით მომიტანეს წერილი, რაც მქონდა, ის მოგიტანე, ჩემს სახელზე ორ წამალს მაინც იყიდიო. მაშინ ვთქვი, ამ ხალხს იმედს ვერ გავუცრუებ-მეთქი. 64 წლის გავხდი, ყველაფერი ნანახი მაქვს ცხოვრებაში, კარგიც და ცუდიც. ქიმია მანგრევს, მაგრამ არ ვნებდები და აგერ მე და ალეკო მახარობლიშვილი ვთამაშობთ სპექტაკლს „იდუმალი ვარიაციები“.

ჩვენ ყველანი ჭიანჭველები ვართ. გვგონია, რამე შეგვიძლია, ასე ვიზამ, ისე ვიზამო, ვიბრიქებით. ძალიან სუსტები ვართ ამ სამყაროში და რომ არა ღვთის მფარველობა, რას შევძლებდით. ყველაფერი უფლის ნებაა, მაგრამ რადგან მოგავლინა უფალმა ამ ქვეყანაზე, რაც არ უნდა მოხდეს,­ ფარ-ხმალი არ უნდა დაყარო და ბოლომდე იბრძოლო“, – ამბობს გია ბურჯანაძე „კვირის პალიტრასთან“ ინტერვიუში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

Dio magti 5g