LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გია ცაგარეიშვილი: “ისე არ აუდგეს გვერდები შარვალჩახდილ ჯაფარიძეს, რომ მან ამ ქვეყანაში ვინმე გადაატრიალოს”

463
BeFunky-collage (1)

“ისე არ აუდგეს გვერდები შარვალჩახდილ ჯაფარიძეს, რომ მან ამ ქვეყანაში ვინმე გადაატრიალოს,” – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გია ცაგარეიშვილმა განაცხადა.

როგორც ცაგარეიშვილმა აღნიშნა, ზურა ჯაფარიძე ხელისუფლების დამხობის მოწოდებით გამოდის.

“ზურა ჯაფარიძეზე აზრი მყარად მაქვს ჩამოყალიბებული. ეტყობა, ჩახდილი შარვალი ამოიცვა, რომელიც ადმინისტრაციულ საზღვართან ჩაიხადა და ახლა აპირებს ხელისუფლების გადატრიალებას. ისე არ აუდგეს გვერდები შარვალჩახდილ ჯაფარიძეს, რომ მან ამ ქვეყანაში ვინმე გადაატრიალოს. დავესესხები გარდაცვლილ შევარდნაძეს, ვინმეს გადატრიალება თუ უნდა, საკუთარ საწოლში გადატრიალდეს. ჯაფარიძის შეფასება ოპოზიციის ნაწილზე უნდა გადააფასოს ცაგარეიშვილმა? ბატონი ჯაფარიძის კომენტატორი არ ვარ. ეს ადამიანი, რომელიც დღეს გამოდის ხელისუფლების დამხობის მოწოდებით, საბოტაჟი, არეულობა, ადმინისტრაციული შენობების შტურმი, ეს ყველაფერი ხელისუფლების დამხობაა. თუ ხელისუფლება არ დაამხეს სხვანაირად რიგგარეშე არჩევნები ვერ დაინიშნება“, – განაცხადა ცაგარეიშვილმა.

ცნობისთვის, „გირჩი-მეტი თავისუფლებას“ ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ განაცხადა, რომ სექტემბრიდან პროტესტი გაძლიერდება.

„აგვისტოში სანახავი ვიდეო.. ათწლიანი რუსობა უნდა დასრულდეს, პროტესტი, საბოტაჟი, პარალიზება” – ზურა ჯაფარიძის სამოქმედო გეგმა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g