LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გია ჭირაქაძე გარდაიცვალა

220

79 წლის ასაკში მომღერალი გია ჭირაქაძე გარდაიცვალა. გარდაცვალების მიზეზი გულის შეტევა იყო.

ჭირაქაძე წლების განმავლობაში იყო პოპულარული ანსამბლის, „ქართული ხმების“ წევრი, შემდეგ ანსამბლ „დიელოს“ წევრი. მას ასევე ხანგრძლივი სატელევიზიო კარიერა ჰქონდა, 18 წელი მუშაობდა საქართველოს ტელევიზიის პირველ არხზე.

მუსიკოსი იყო საქართველოს დამსახურებული არტისტი, სახელმწიფო პრემიის ლაურეატი, ღირსების ორდენის კავალერი.

2016 წლის 21 სექტემბერს, მომღერლის დაბადების დღეზე, თბილისის დიდი საკონცერტო დარბაზის წინ, მისი სახელობის ვარსკვლავი გაიხსნა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g