LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გია დავითიანი: „ჩემი პატარა სამოთხე გავაშენე ამ დედამიწაზე, ამიტომ წასვლის არ მეშინია, მე უკვე სამოთხეში ვარ…“

2485
გია დავითიანი

გია დავითიანი პასუხობს ჟურნალ „თბილისელების“ კითხვას, ბევრი წლის შემდეგ როგორ ისურვებდა სიცოცხლის დასრულებას:

„ღმერთს ვთხოვ, 90 წლამდე მაცოცხლოს და სიცოცხლე დავასრულო ბროწეულაში, ჩემი ბუხრის წინ სავარძელში, მუხლებზე პლედგადაფარებულმა, ფეხებზე – თბილი ჩუსტებით. ანთებულ ბუხარს რომ უყურებ და ბედნიერი ხარ, რადგან შვილები, შვილიშვილები და მეუღლე კარგად გყავს…

რა არის ის, რითაც ყველაზე მეტად ამაყობთ?

ჩემი ბროწეულა. იქ, სადაც წლების წინ ქვა-ღორღი იყო, დღეს ბაღნარი მაქვს გაშენებული. შეიძლება ითქვას, რომ ჩემი პატარა სამოთხე გავაშენე ამ დედამიწაზე, ამიტომ წასვლის არ მეშინია, მე უკვე სამოთხეში ვარ (იცინის). მადლობა უფალს ამ ყველაფრისთვის!..“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები