LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გია გაჩეჩილაძე: „სალომე ზურაბიშვილი როგორც კი შემოვიდა პოლიტიკაში და „ნაცების“ ნარატივი დაიჭირა, პირველივე დღეს ვთქვი, რომ მას უნდოდა პოლიტიკაში თავისი სიტყვის თქმა“

324
უცნობი სალომე ზურაბიშვილი

სალომე ზურაბიშვილი როგორც კი შემოვიდა პოლიტიკაში და „ნაცების“ ნარატივი დაიჭირა, პირველივე დღეს ვთქვი, რომ მას უნდოდა პოლიტიკაში თავისი სიტყვის თქმა, – განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ გია გაჩეჩილაძემ.

პრემიერი: „სალომე ზურაბიშვილი მართალია, სულით და გულით არის „ენჯეოშნიკი“, თუ „ენჯეოშნიცა“, მაგრამ თანამდებობის პირია, აქვს განსხვავებული პასუხისმგებლობა, არ აქვს უფლება ზეპირად ისაუბროს – დარწმუნებული ვარ, ვერ გაბედავს პროკურატურაში მისვლას“

წამყვანმა მას ჰკითხა, რა ინტერესი ამოძრავებს სალომე ზურაბიშვილს, რომელიც არ მონაწილეობდა არჩევნებში.

„სალომე ზურაბიშვილი როგორც კი შემოვიდა პოლიტიკაში და „ნაცების“ ნარატივი დაიჭირა, პირველივე დღეს ვთქვი, რომ მას უნდოდა პოლიტიკაში თავისი სიტყვის თქმა და არ აპატია ეს იმ ხალხმა [„ქართულმა ოცნებამ“], ვინც ის ელემენტარულად „გადააგდო“.

იმ დღეს ვუყურებდი ვიდეოს, პრეზიდენტი რომ გახდა, როგორ მივედი და ჩავეხუტე იმ თავის ოფისში და ერთმანეთს როგორ ვეხუტებოდით“, – აცხადებს გაჩეჩილაძე.

წამყვანის კითხვაზე, „ნანობთ?“, გია გაჩეჩილაძე პასუხობს.

„დღეს უკვე აღარაფერს ვნანობ, გუშინ და გუშინწინ ვნანობდი“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g