LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გია ჯაჯანიძე: „დღეს ის ტელევიზიაში მუშაობს და არ იცის, რომ მისმა მამამ მოკლა ჩემი მამა…“

404
giajajanidzenews5

გია ჯაჯანიძემ ია ფარულავას გადაცემაში თავისი ცხოვრების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საიდუმლო გაამხილა.

გია ჯაჯანიძე:

17 წლის ვარ, ვაბარებ თეატრალურში და კაციშვილი არავინ გვყავს ამ მიმართულებით, თბილისში არ ვარ ნამყოფი. ივნისის დასაწყისია, თეატრალურში ადრე იყო გამოცდები. ჩვენთან სოფლეში ჩამოვიდა ძალიან ცნობილი კაცი თბილისიდან, რომელიც ამ სფეროს წარმომადგენელი იყო. მამაჩემმა თქვა, წავიდეთ, ვუთხრათ, აუცილებლად მოგეხმარება, ჩემი ნათესავია და ერთ კლასში ვისხედით ერთ მერხთანო. თბილისში რომ ჩავალთ, თავისთან გაცხოვრებს, რადგან ძმებივით გავიზარდეთო. მასთან რომ მივედით, ამ კაცმა არ შეგვიპატიჟა. ეს უჩვეულო იყო, რაც გამორიცხული იყო იმ დროს… უცბად მამაჩემი დაკომპლექსდა, ჩემი ბიჭი თეატრალურში აბარებს და იქნებ, დაგვეხმარო, გზა გვასწავლოო. კი, მაგრამ, ამას ჭკუა არ აქვს, შენ რამ  დაგიკარგა ჭკუა ამხელა კაცს, ვინ მიიღებს ამას თეატრალურშიო. წამოვედით… მე მამაჩემის თვალები აღარასოდეს აღარ მინახავს, თვალებში ვეღარ მიყურებდა, იმიტომ, რომ შერცხვა, მოერიდა, იმედი გაუცრუვდა. ყოველდღე სამ ჭიქა არაყს სვამდა. დადიოდა, მუშაობდა, ოღონდ ფხიზელი მდგომარეობა არ უნდოდა. 54 წლის გარდაიცვალა. ერთადერთი ის იყო, რომ ჩემს წარმატებას მოესწრო… გავიდა წლები, ვმუშაობ „პირველ არხზე“, ვკითხულობ ლექციას, დავიცავი დისერტაცია… სტაჟიორი ოპერატორები წავიოყვანეთ სადღაც და გზაში ერთ-ერთს ვკითხე გვარი, აღმოჩნდა იმ კაცის შვილი. ვიფიქრე, საშინელებას ვუზამ, ვიტყვი, არ ვარგა და უნდა გადავუხადო სამაგიერო-მეთქი. მივედი, მაგრამ ოპერატორების უფროსს ვუთხარი, ჩემი ნათესავია, ძალიან კარგი ბიჭია და მეც მივეხმარები-მეთქი. დღეს ის ტელევიზიაში მუშაობს და არ იცის, რომ მისმა მამამ მოკლა ჩემი მამა…“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

Dio magti 5g