LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გია ხუხაშვილი – არ მითქვამს, რომ საქართველოში ტერაქტების სერიის დაწყების რისკებია, რეგიონზე ვთქვი, რის საფუძველზე ვაკეთებ ამ განცხადებას, სუს-მა ჩემზე კარგად იცის

110
გია ხუხაშვილი

არ მითქვამს, რომ საქართველოში ტერაქტების სერიის დაწყების რისკებია, რეგიონზე ვთქვი, რის საფუძველზე ვაკეთებ ამ განცხადებას, სუს-მა ჩემზე კარგად იცის, – ამის შესახებ ექსპერტმა გია ხუხაშვილმა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამოკითხვაზე შესვლამდე განაცხადა.

როგორც ხუხაშვილმა აღნიშნა, ტერაქტების სერიაზე საუბრისას მას მხედველობაში რეგიონი ჰქონდა და საქართველო არ უხსენებია.

„არ მითქვამს, რომ რისკებია, ტერაქტების სერია საქართველოში დაიწყოს, რეგიონი ვთქვი. ალბათ, ისრაელის საელჩოს განცხადებასაც ნახავდით. დიდი ბოდიში, მაგრამ მე წარმოშობით ებრაელი ვარ, ასე რომ, პირად საფრთხესაც ვგრძნობ. ანალიზის საფუძველზე გავაკეთე ეს განცხადება, როდესაც ასეთი ჯგუფები არიან რეგიონში, რისკები სულ არსებობს“, – აღნიშნა ხუხაშვილმა.

ხუხაშვილმა კიდევ ერთხელ ისაუბრა იმ ჯგუფებზე, რომლებიც, მისი თქმით, მომზადებას გადიან ამერიკის მიერ დასანქცირებულ „ალ მუსტაფას“ უნივერსიტეტში. ხუხაშვილის მტკიცებით, ამ ჯგუფებში საქართველოს მოქალაქეებიც არიან.

„დაკავების ნამდვილად არ მეშინია, რომ დამაკავონ რა? წამოვწვები და წავიკითხავ წიგნებს. საქართველოს მოქალაქეები გადიოდნენ მომზადებას, რის საფუძველზე ვაკეთებ ამ განცხადებას ეს სუს-მა ჩემზე კარგად იცის, იმათ ჰკითხეთ. არსებობს ამერიკიდან სანქცირებული ჯგუფები, ეს უნივერსიტეტი რომაა ცნობილი და საქართველოში მათ ჰქონდათ აქტივობები“, – განაცხადა ხუხაშვილმა.

ცნობისთვის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამოკითხვაზე იმყოფება, ექსპერტი გია ხუხაშვილი. ხუხაშვილი სუს-ში  გუშინდელ განცხადებასთან დაკავშირებით არის დაბარებული.

კერძოდ, მან „პალიტრანიუსის“ პოლიტიკურ თოქშოუში, „360 გრადუსში“ განაცხადა: „ძალიან საფრთხილო სიტუაციაა. დეტალებს ვერ ვიტყვი. ღია წყაროებიდან ვფლობ ინფორმაციას, მაგრამ ინფორმაცია საკმაოდ დამაჯერებელია და აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, საფრთხე არის რეალური. შეიძლება, დაიწყოს ტერაქტების სერია“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g