LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გია ხუხაშვილი: არც ხელისუფლებას და არც ოპოზიციური პარტიების ნებისმიერ კანდიდატს არ აქვს იმის პოტენციალი, რომ არჩევნებზე მოიპოვოს 50+1%

133
20181024112810

“არც ხელისუფლებას და არც ოპოზიციური პარტიების ნებისმიერ კანდიდატს არ აქვს იმის პოტენციალი, რომ არჩევნებზე მოიპოვოს 50+1%”,- ამის შესახებ ექსპერტმა გია ხუხაშვილმა “ფორტუნას” ეთერში ისაუბრა.

წინასაარჩევნო გარემოს შეფასებისას ხუხაშვილმა აღნიშნა, რომ ჯერჯერობით სურათი ბუნდოვანია, თუმცა ის მეორე ტურს ვარაუდობს.

“ჯერჯერობით სურათი მაინც ბუნდოვანია იმიტომ, რომ არსებობს გარკვეული დეფიციტური მოთხოვნა ალტერნატიულ პოლიტიკურ ცენტრებზე.

ორი ძირითადი პოზიციის ჯამური მაჩვენებელი არ არის ლეგიტიმური. მხედველობაში მაქვს “ნაციონალური მოძრაობისა” და “ქართული ოცნების” ორბიტებზე შექმნილილი ვითარება. მათი ჯამური მაჩვენებელიც კი ხელისუფლებაში ვერ იქნება სრულფასოვანი.

თუ მოახერხებენ გაერთიანებას ალტერნატიული პოლიტიკური ძალები და შექმნიან სრულფასოვან ენერგიას მაშინ შეიძლება საიტერესო პროცესებს ველოდოთ.

არც ხელისუფლებას და არც ოპოზიციური პარტიების ნებისმიერ კანდიდატს არ აქვს იმის პოტენციალი, რომ არჩევნებზე მოიპოვოს 50+1%.

გასაგებია რომ გარკვეული პოლიტიკური ცენტრები თავის კანდიდატებს წამოაყენებენ და შესაბამისად, პრაქტიკულად ყველგან უნდა ველოდო მეორე ტურს. მეორე ტური არის რესურსების ბრძოლის არჩევანი. აქაც ჯერჯერობით სურათი არის ძალიან ბუნდოვანი”, – განაცხადა გია ხუხაშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g