LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გია ხუხაშვილი: “ეს გორბი მართლა გორბაჩოვის ყოფილა…”

173
befunky-collage-2020-12-09-09-02-19-524776

კვლევითი კომპანია GORBI-ს ეგზიტპოლების მიხედვით, კახა კალაძემ ხმების 51.6% მიიღო, ნიკა მელიამ 34.6%, გიორგი გახარიამ – 5.6%, ანა დოლიძემ – 3.1%, ლელოს კანდიდატმა – 2%, ხოლო პატრიოტთა ალიანსის კანდიდატმა – 1%. ეს 18:00-ის მონაცემებია.

TV იმედის ეგზიპოლის თანახმადვე, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში ქართულმა ოცნებამ 47.6% მიიღო, ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ 27.1%, ხოლო გიორგი გახარიას პარტიამ საქართველოსთვის – 6.8%.

აღნიშნულ შედეგებს სოციალურ ქსელში ეხმიანება ექსპერტი, გია ხუხაშვილი.

“ეს გორბი მართლა გორბაჩოვის ყოფილა…

P.S. ახალგაზრდებისთვის – გორბაჩოვი საბჭოთა კავშირის ბოლო მმართველი იყო…”,- წერს გია ხუხაშვილი.

გრიგოლია: ,,იმედის,, ეგზიტპოლით გამარჯვებას რომ ზეიმობს იმ ხელისუფლებაზე მარტო მე მეცინება თუ თქვენ?

შეგახსენებთ, ხმის მიცემის პროცედურის დასრულებისა და საარჩევნო უბნების დახურვის შემდეგ, სამმა ტელეკომპანიამ ეგზიტპოლების შედეგები გამოაქვეყნა.

იხილეთ ვრცლად:

ნიკა მელია – 40,8 % კახა კალაძე – 40,2 % გიორგი გახარია – 8,7 % – „იპსოსის“ ეგზიტპოლის შედეგები

იმედის დაკვეთით „გორბის“ მიერ ჩატარებული ეგზიტპოლის შედეგები ცნობილია

Edison Research-ის ეგზიტპოლის შედეგებით, თბილისში კახა კალაძეს ხმას ამომრჩევლების 43%, ნიკა მელიას კი 39% აძლევს

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g