LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გია მაჭარაშვილი: „ჩემი უპირველესი ნატვრა და სურვილია, საქართველოც მალე დამშვიდდეს, ეს ჭიდილი და დაპირისპირება ქართველებს შორის, ოდესმე ხომ უნდა დასრულდეს?!“

124
გია მაჭარაშვილი

კვირის პალიტრასთან“ ინტერვიუში „გაიღიმეს“ და სხვა პოპულარული სიმღერების ავტორი, კომპოზიტორი გია მაჭარაშვილი სააღდგომო სურვილს გამოთქვამს და აღნიშნავს, რომ მას საქართველოში მშვიდობიანი პერიოდის ხილვა სურს, როცა ადამიანები ერთმანეთს არ დაუპირისპირდებიან:

„მინდა ჩვენს საქართველოს და მთელ ქრისტიანულ სამყაროს მივულოცო აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული. ქრისტე იმიტომ ეწამა, რომ ადამიანებს სიკეთის ძალა ეგრძნოთ და ერთმანეთი ჰყვარებოდათ. ჩემი უპირველესი ნატვრა და სურვილია, საქართველოც მალე დამშვიდდეს, ეს ჭიდილი და დაპირისპირება ქართველებს შორის, ოდესმე ხომ უნდა დასრულდეს?! 33 წლის ვიყავი ეს არეულობა რომ დაიწყო, ახლა 68 წლის კაცი ვარ და მთელი ცხოვრება დავიდარაბას ვუყურებ! აღარ შემიძლია, დავიღალე… დალაგებულ, მშვიდ ქვეყანაში ცხოვრება მენატრება. ხომ შეიძლება ერთმანეთს გავუღიმოთ, ადამიანურად მოვექცეთ და მეორე ადამიანი იმის გამო არ გვძულდეს, რომ ჩვენგან განსხვავებული მოსაზრებები აქვს? მინდა, რომ ქართველებს ერთმანეთი უყვარდეთ და ერთმანეთს პატივს სცემდნენ – ნუთუ, ეს ასე ძნელია?! წლები გადის, მაგრამ იმედს არ ვკარგავ, რომ სიკეთით და სიმშვიდით სავსე ქვეყანაში ვიცხოვრებ, წლები გადის და მაინც მჯერა, რომ „ზღაპრის ბოლო კეთილია.”

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები