LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გია მაჭარაშვილი: „დარწმუნებული ვარ, რომელიმე დიდ ქვეყანაში რომ დავბადებულიყავი, მაგალითად, შტატებში, ბევრად დაფასებული ვიქნებოდი…“

107
გია მაჭარაშვილი

კომპოზიტორი გია მაჭარაშვილი ჟურნალ „თბილისელებთან“ დანანებით ამბობს, რომ სხვა, უფრო დიდ ქვეყანაში დაბადების შემთხვევაში ბევრად უფრო შეძლებული ადამიანი იქნებოდა. გთავაზობთ ამონარიდს ინტერვიუდან.

გიოცნებიათ, რომ მსოფლიო მასშტაბით ყოფილიყავით ძალიან ცნობილი და გავლენიანი ადამიანი?

თქვენ წარმოიდგინეთ, არა. დღეს უკვე 68 წლის ვარ და ერთადერთი, რაზეც გული მწყდება, მოგახსენებთ: მე დარწმუნებული ვარ, რომელიმე დიდ ქვეყანაში რომ დავბადებულიყავი, მაგალითად, შტატებში, ბევრად დაფასებული ვიქნებოდი. იმას არ ვგულისხმობ, რომ მილიარდერი გავხდებოდი, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომელიმე დიდ ქვეყანაში რომ დავბადებულიყავი, მაგალითად, შტატებში, ბევრად დაფასებული ვიქნებოდი. პატარა ქვეყანა ვართ, რომელსაც ჩვენდა საბედნიეროდ, ძალიან ბევრი ნიჭიერი შვილი ჰყავს სხვადასხვა სფეროში, მაგრამ ძნელია, ჩვენი ქვეყნიდან ნაბიჯი გადადგა უცხოეთისკენ, რომ შენი საქმიანობა თუ შემოქმედება, მსოფლიო მასშტაბით გაასაჯაროო. სამწუხაროდ, ჩვენ ჩაკეტილ წრეში ვართ. ძირითადად, სპორტსმენები ახერხებენ გასვლას და ეს გულს უხარია. რაც შეეხება ხელოვნებას და განსაკუთრებით, საესტრადო შემოქმედებას, ჩვენ უფრო ჩაკეტილები ვართ. საზღვრებს გარეთ კი არა, აქაც ბევრმა არ იცის, რა მაქვს დაწერილი. ამაში უკვე ტელერადიო გადაცემები სცოდავენ, მუსიკალური გადაცემები, რომელთა რედაქტორებიც არ ცდილობენ, შემსრულებელთან ერთად, ლექსისა და სიმღერის ავტორის სახელი და გვარი წარადგინონ. ხშირ შემთხვევაში აცხადებენ მომღერალს და ახალგაზრდა თაობას რჩება წარმოდგენა, რომ შემსრულებელ-მომღერალს ეკუთვნის ტექსტიც და მელოდიაც, რაც არასწორია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g