LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გია მაჭარაშვილი: „მინახავს, მამაკაცი მეუღლეს როგორ ეუბნება, დროზე წამოდი, ქალო… მე კი ჩემს მეუღლეს შემიძლია ყველგან ვსდიო, ბაზარშიც და ბაზრობაზეც, მეც მიხარია რაღაცის დათვალიერება…“

501
გია მაჭარაშვილი

ცნობილი კომპოზიტორი გია მაჭარაშვილი მეუღლისადმი დამოკიდებულებაზე „დღის პოსტში“ საუბრობს:

„კამათის გარეშე ოჯახი არ არსებობს, მაგრამ ვკამათობთ საყოველთაო საკითხებზე და არა პირადზე. ერთმანეთს ვუჯერებთ. ერთმანეთი გვიყვარს საკმაოდ… ერთად გავდივართ ხოლმე ქალაქში, პროდუქტებია მოსატანი, რაღაცებს ვათვალიერებთ მაღაზიებში, ბაზრობაზე, მოდურ ადგილებში. ყველგან ვახერხებთ მისვლას, სტუმრად. არ ვარ ჯუჯღუნა. შემიძლია, ვსდიო უკან ბაზრობაზეც და ბაზარშიც. მეც მიხარია რაღაცის დათვალიერება და შეძენა. მინახავს, მამაკაცი რომ მეუღლეს ეუბნება, დროზე წამოდი, ქალო…“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g