LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გია მურღულია: „ჩვენს ქვეყანას ერთი ასეთი სლოგანი სჭირდება: „გააკეთე საქართველოსთვის!”

417
გიამურღულია

ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პედაგოგი გია მურღულია სოციალურ ქსელში აქვეყნებს სტატუსს, სადაც წერს იმის შესახებ, როგორი სლოგანი სჭირდება საქართველოს:
„ჩვენს ქვეყანას ერთი ასეთი სლოგანი სჭირდება: “გააკეთე საქართველოსთვის!”
რაც ყველაზე კარგი შეგიძლია, ის უნდა გააკეთო შენი ქვეყნისთვის – რაც კი საუკეთესო ხელგეწიფება შექმნა და საერთო საქმეს შეჰმატო.
მართე, ასწავლე, განკურნე, ააშენე, დაიცავი ქვეყანა და წესრიგი ამ ქვეყანაში, პური მოიყვანე, კარგი და საჭირო წიგნები დაწერე, აჯობე სხვასა და საკუთარ თავსაც სპორტულ სარბიელზე…
და გქონდეს ფიქრი და განცდა, რომ ის, რასაც შენ აკეთებ, დიდი საერთო საქმის უცილობელი და ღირსეული ნაწილია.
გააკეთე ეს საქართველოსთვის!“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g