LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გია მურღულია ცხოვრების აზრზე: „ღმერთი საჩუქრებს უმიზნოდ და უაზროდ არ არიგებს“

228
--2024-03-08_08-57-24_451548-1024x572

გია მურღულია სოციალურ ქსელში ცხოვრების მნიშვნელობაზე საინტერესო პოსტს აქვეყნებს:

„ღმერთი გათქმევინებს ყველაფერს, რაც შენგან სამყარომ ან ერთმა ადამიანმა ხმით, დუმილითა თუ საქციელით უნდა გაიგონოს.

ამისთვის გეძლევა დაბადებაც, დროც, გონებაც, გულიც, ნიჭიც, შეცდომის უფლებაც და ბოლოს – დასასრულიც, რომელმაც სევდაც უნდა დაბადოს – რომ ეს დამთავრდა და სიხარულიც – რომ ეს იყო.

შენთან ერთად შენი შესაძლებლობა და ვალდებულებაც იბადება.

დროცა და სივრცეც იმიტომ გეძლევა, რომ დაკისრებული მსახურება აღასრულო.

აქვს თუ არა ადამიანის ცხოვრებას აზრი?

უკანასკნელი მწერის არსებობასაც აქვს – არამცთუ ადამიანის.

ისიც კი საზრისით – გონივრულ ეკოლოგიურ სისტემაში ჩართულობით – ცოცხლობს.

მხოლოდ შენ შეგიძლია წაართვა შენ თავს ცხოვრების აზრი.

შეგიძლია, მაგრამ რა გრჯის – გინდა, რომ მწერი გჯობდეს?

თუ ეს არ გსურს, კარგად დაფიქრდი, დღეს რას გააკეთებ იმისთვის, რომ “ადამიანი” გერქვას.

შენი შესაძლებლობა და ვალდებულება გელოდება.

ღმერთი საჩუქრებს უმიზნოდ და უაზროდ არ არიგებს.

მიიღე ისინი და:

ბავშვს ასწავლე,

პური მოიყვანე,

ადამიანს უმკურნალე,

სახლი ააშენე,

წიგნი დაწერე,

ხელოვნებას ემსახურე,

ქვეყანა დაიცავი…

აზრი ეს არის და მხოლოდ ის არსებობს.

დანარჩენი არყოფნაა“ ,- წერს გია მურღულია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g