LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გია მურღულია: „ძვირფასო ქალბატონებო, გილოცავთ ქალთა საერთაშორისო დღეს! დაე, აღსრულდეს, რასაც სიყვარულით, მშვენიერი ფიქრითა და ლამაზი ოცნებით ინატრებთ“

119
გია მურღულია

გია მურღულია ქალებს ქალთა საერთაშორისო დღეს ულოცავს.

ამის შესახენ მურღულია სოციალურ ქსელში წერს და ემოციურ სტატუსს გვიზიარებს.

„ქალის დაბადებამდე სამყარო არ იყო აბსოლუტურად ჰარმონიული – ის სულ ბოლოს შექმნა ღმერთმა, რათა ამ ქვეყანას ერთდროულად ეხილა სიცოცხლისა და განახლების საწყისი, სიყვარულის ხილული განსახიერება და მშვენიერების რაციონალური თუ ემოციური გამოხატულება.

სამყარო ნაკლოვანია ქალის გარეშე.

სამყარო ულამაზოა ქალის გარეშე.

სამყარო უმოტივაციოა ქალის გარეშე.

სამყარო უინტერესოა ქალის გარეშე.

სამყარო უსიცოცხლოა ქალის გარეშე.

მისი ნებისმიერი გამოვლინება (დედა, მეუღლე, შვილი, შვილიშვილი, ბავშვი, მეგობარი) სიკეთეს უფრო ძლიერსა და თვალსაჩინოს ხდის.

ქალი პატივისცემას, მადლიერებასა და დიდ სიყვარულს იმსახურებს.

და ვინ იხილა ბედნიერება მის გარეშე? – ასეთი არც დრო არსებობს და არც სივრცე.

ქალი.

კაცი.

ამ სიტყვათა ხმოვნები ერთნაირია, თანხმოვნები – განსხვავებული.

ჩვენ ადამიანური ბუნებით ერთნი ვართ, სქესით – სხვაგვარნი.

მსგავსებაცა და განსხვავებაც დიდებულ მრავალფეროვნებასა და ჰარმონიას ქმნის.

დაილოცოს ამქვეყნად ეს ჰარმონია – სიყვარულის მთავარი დამბადებელი, შემნახველი და გადამრჩენელი!

სამართლიანად ამბობენ, რომ ყველა დღე ქალისაა.

და თუ ასეა, დღვანდელიც მისი ყოფილა.

რით არ გვაქვს საფუძველი, ჩვენი აღტაცება, პატივისცემა, მადლიერება და სიყვარული გამოვხატოთ?!

ძვირფასო ქალბატონებო, გილოცავთ ქალთა საერთაშორისო დღეს!

დაე, აღსრულდეს, რასაც სიყვარულით, მშვენიერი ფიქრითა და ლამაზი ოცნებით ინატრებთ,“ – წერს გია მურღულია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g