LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გია მურღულიას ბოლო გაკვეთილი მე-12 კლასელებთან: „ბავშვებმა მოულოდნელად ტაში დაუკრეს… განა არ ღირს ცხოვრება და გარჯა ასეთი წამისთვის?“

1108
გია
ფილოლოგიის დოქტორი, პედაგოგი გია მურღულია სოციალურ ქსელში მე-12 კლასელებთან ჩატარებული ბოლო გაკვეთილის შესახებ წერს:
„ამწუთას დაირეკა ზარი და დასრულდა გაკვეთილი მე-12 ბ კლასში. ეს ამ მშვენიერ და გონიერ ბავშვებთან ჩემი ბოლო შეხვედრა იყო საკლასო ოთახში – რამდენიმე დღეში ისინი სკოლას დაამთავრებენ.
რაღაცებზე ვისაუბრეთ. ჭკუა არ დამირიგებია, როგორ იცხოვრონ უახლოეს ას წელიწადს – ამას არასდროს ვაკეთებ. ჩემი წიგნი მივუტანე – „საუბრები უფროსკლასელებთან” და რამდენიმე წერილი გავაცანი. ეს გულახდილი ლაპარაკი იყო – მათგან საინტერესო დაკვირვებებითა და დასკვნებით.
სანამ ზარი დაირეკებოდა, რამდენიმე სიტყვით გამოვხატე ჩემი პატივისცემა მათ მიმართ და კეთილი სურვილები.
როდესაც ლაპარაკი დავასრულე, ბავშვებმა მოულოდნელად ტაში დაუკრეს.
მათი თვალები ამბობდნენ, რომ ეს ტაში ჩვენს ერთად გატარებულ სასკოლო წლებს ეკუთვნოდა.
ახლა ჩემს თავს რიტორიკულ კითხვას ვუსვამ:
განა არ ღირს ცხოვრება და გარჯა ასეთი წამისთვის?
68 წლის ვხდები და ეს საუკეთესო ტაშია, რაც მინახავს“.
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g