LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გია სურამელაშვილი: „ჩავწერე ენერგიული სიმღერა, რომელიც ყველას ცეკვას მოანდომებს“

3

Ardaidardo.Ge
რადიო „არ დაიდარდოს“ გადაცემაში „რადიო დუეტი” სიმღერის პრემიერით გია სურამელაშვილი სტუმრობდა. სიმღერა „მოდი, მოდი“, რომელიც პირველად „არ დაიდარდოს“ ეთერში გაჟღერდა რაულ ფარსადანაშვილს ეკუთვნის.

როგორ ხარ, როგორ განწყობაზე?

ძალიან კარგად, ვიყავი მოსკოვში, ჩამოვედი, ახლა ვისვენებ, რაღაც სიმღერები ჩავწერე, ტელევიზიებში მქონდა გადაღებები, თითქმის მოვამთავრე ყველაფერი. სულ მალე მივემგზავრები ისრაელში, ველი ყველა გემრიელ და ტკბილ ქართველს. შემდეგ ისევ მოსკოვში მივდივარ და ასე…

რამდენი ახალი სიმღერა გაქვს?

რამდენიმე სიმღერა უფრო საგასტროლოდ ჩავწერე. ეს ბოლო სიმღერა რაულ ფარსადანაშვილს ეკუთვნის, საჩუქარი გამიკეთა, „მოდი, მოდი” ასე ქვია. ცოტა ნელ სიმღერას ვაპირებდი, მაგრამ გადავიფიქრე და ჩავწერე ასეთი ენერგიული სიმღერა, რომელიც ყველას ცეკვას მოანდომებს.

სიყვარულში რა ხდება და ზაფხული როგორ გაატარე?

პირადულში ძალიან მშვიდად ვარ, ვისვენებ. ზაფხული ჩემს საყვარელ ”ანდამატში” გავატარე, გრიგოლეთში, კონცერტი ჩავატარე 28 აგვისტოს და წამოვედი.

ისევ გრანდიოზულ დაბადების დღეს გეგმავ?

ჯერ არაფერს არ ვგეგმავ, წელს საიუბილეო თარიღი მაქვს, 50 წლის ვხდები, გადავწყვიტე მოვილხინო ჩემს სტუმრებთან ერთად, დარბაზში დავჯდები და კარგად მოვილხენ.

გია სურამელაშვილი – მოდი მოდი

AudioGIA SURAMELASHVILI . MODI MODI

 

გადაცემის აუდიოჩანაწერი

AudioRadio Dueti. Gia Suramelashvili9.10

გია სურამელაშვილი. გადაცემა “რადიო დუეტი”. 5.10.2018. ვიდეო კოლაჟი

ფოტოები

Ardaidardo.Ge

Ardaidardo.Ge

Ardaidardo.Ge

Ardaidardo.Ge

Ardaidardo.Ge

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები