რადიო „არ დაიდარდო“ მსმენელს სიხლეს სთავაზობს. ყოველ დილას შოუბიზნესის სიახლეებითა და საინტერესო სტუმრებით დახუნძლული ,,მხიარული დილა’’ შემოგიერთდებათ. რუბრიკის პირველი სტუმარი მომღერალი გია სურამელაშვილია.
როგორია გია სურამელაშვილის ყოველი დილა?
სანამ პირად ცხოვრებაში სირთულეები დამეწყებოდა, დილით მეუღლე მაღვიძებდა. ახლა ჩემით ვიფხიზლებ თავს, თუმცა კარგ განწყობაზე ვარ. თავს ვიმხნევებ.
ყავა თუ ჩაი?
ყავა, რა თქმა უნდა. ჯერ 11:20 საათია და უკვე ორი ფინჯანი ყავა დავლიე. მერე, მომშივდა და არც მეტი არც ნაკლები, ნეკნები მივირთვი.
როგორ ინარჩუნებ ფორმას?
ჩემი საიდუმლო ალბათ, გენეტიკაა, თუმცა მეც ვცდილობ ხოლმე ფორმაში ვიყო. ეს დღეს მომინდა ნეკნები. ისე, 7-8 ხინკალს ვჭამ ხოლმე.. (იცინის).
რომელ ყვავილს ჰგავხარ?
მგონია, რომ უფრო ვარდი ვარ…
რომელ ცხოველს ჰგავხარ?
პანტერა – ვეფხვი ხასიათით. ხანდახან ისე გავაფრენ ხოლმე, შინაურსაც კი არ ვინდობ.
სიმღერა. რომელსაც ხშირად ღიღინებ?
„ჩემო მზე, ჩემო იმედო, შენ უნდა დამაიმედო, ჩემო იმედო“.
სიტყვა, რომელსაც ხშირად იყენებ?
„დავაი“, რა… (იცინის). როცა საყვარელი ადამიანია, „თუ გაპატიოს“ ვეუბნები. თუ არა, „დავაი“, რა“…
რა გაღიზიანებს ადამიანში?
ჭორიკნობა… ვერ ვიტან. ჭორიკნები ბოროტი ადამიანები არიან.
შენს შესახებ თუ გახსენდება არასასიამოვნო ჭორი?
არ ვიცი, სიმართლე გითხრა, ზოგადად „ფეხებზე მკიდია’“, მაგრამ მეგობრები ნაკლებად მეუბნებიან ჭორებს. ისე, რაც უნდათ, ილაპარაკონ, არ მაინტერესებს.
რომელი სიმღერა მოისმინე ბოლოს?
მერაბ სეფაშვილის „სერენადა“.
რომ არა მომღერალი, რა პროფესიის იქნებოდი?
აუცილებლად ექიმი… იმდენ ადამიანს სჭირდება დახმარება. ვუმკურნალებდი ყველას.
ბოლო შეტყობინება, რაც ტელეფონზე მოგივიდა..
ახლახან მომწერა ჩემმა სტილისტმა, როგორ ხარ? ახალი იმიჯის დროაო და ვარცხნილობა უნდა შემიცვალოს.
ფაქტი, რომელიც ადამიანებმა შენ შესახებ არ იციან..
რა ვიცი, რა გითხრა. კამერებთან არ გამომიტანია არასდროს. დილით შიშველი მივირთმევ ყავას, სანამ გამოვფხიზლდები, ასე დავდივარ.
არჩევნებზე იყავი ქურქით, რომელმაც ინტერნეტსივრცე მოიცვა.
(იცინის) არაფერი განსაკუთრებული. ჯერ ერთი, რომ ცხოვრებაში პირველად ვიყავი არჩევნებზე. უახლოესი მეგობრის დაჟინებული თხოვნით. სპორტული ჩაცმულობით ვიყავი და უბრალოდ, შევუხამე შავი ბეწვის ქურქი. მგონი, მოუხდა სტილს.
რას ეტყვი მსმენელს და „არ დაიდარდოს“?
პირველ რიგში, სიყვარულში გამოგიტყდებით. ძალიან მიყვარხართ. მიხარია, რომ სულ გახსოვართ. ასევე ხშირად სთავაზობთ მსმენელს სიახლეებს. მოვიკითხავ გულშემატკივრებს და წარმატებებს გისურვებთ.
გადაცემის ჩანაწერი: