LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გია ვოლსკი: „ჩვენ ყველაფერი არ ვიცით ბოროტების იმ მასშტაბის შესახებ, რომელიც საქართველოში ტრიალებდა ომამდე და ომის შემდეგაც, როდესაც სახელმწიფოს მართავდა ეს ბოროტი ძალა სააკაშვილის ხელმძღვანელობით“

103
გია ვოლსკი

„ჩვენ ყველაფერი არ ვიცით ბოროტების იმ მასშტაბის შესახებ, რომელიც საქართველოში ტრიალებდა ომამდე და ომის შემდეგაც“, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა თავდაცვის ყოფილ მინისტრ, დავით კეზერაშვილთან მედიაში დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას.

„იმ პირობებში როდესაც ჯარისკაცები, ოფიცრები, ჩვენი ბიჭები არათუ მარტო იღუპებოდნენ, არამედ მათი ცხედრებიც არ იყო გამოტანილი ბრძოლის ველიდან, ამ დროს კეზერაშვილი იყო ერთ-ერთი უმდიდრესი პიროვნება მთელს მსოფლიოში, და ამ რესურსით სარგებლობდა, რომელიც მას მოუტანა სახელმწიფო ბიუჯეტის ძარცვამ.

ჩვენ ყველაფერი არ ვიცით ბოროტების იმ მასშტაბის შესახებ, რომელიც საქართველოში ტრიალებდა ომამდე და ომის შემდეგაც, როდესაც სახელმწიფოს მართავდა ეს ბოროტი ძალა სააკაშვილის ხელმძღვანელობით“, – განაცხადა ვოლსკიმ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g